დახურვა
სტილი
19.10.2021

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნა. მას­ზე ასა­კით უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯერ კი­დევ ორი თვის წინ სა­უბ­რობ­და, ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუაა.

“მის­ტერ და მი­სის კო­დუ­ე­ბი”, – წერს ალექ­სან­დრა ფე­ის­ბუქ­ში და და­ვით კო­დუ­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

პირ­ვე­ლად ალექ­სან­დრამ Ambebi.ge-სთან და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასა­კით უფ­რო­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი იყო, თუმ­ცა მისი ვი­ნა­ო­ბა არ გა­უმ­ხე­ლია.

ჭო­რებს იმის შე­სა­ხებ,რომ ცნო­ბილ მა­მა­კაცს ოჯა­ხი და­უნ­გრია, ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

“ოჯა­ხე­ბი თვი­თონ ინ­გრე­ვა, მე არა­სო­დეს მი­ზე­ზი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ ასეთ გი­ჟურ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ ერ­თმა­ნეთს და უფრო ნა­თე­ლი გახ­და, ვის რა სურს ცხოვ­რე­ბა­ში… უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემ ძვირ­ფას ადა­მი­ანს”.

მო­დელ­მა მალე ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და და სქე­სი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ამ­ხი­ლა. წყვილს შვი­ლი ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ეყო­ლე­ბა.

და­ვით კო­დუა მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მე­უღ­ლე, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლი, კატო კო­დუა მას ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ნა­თი­ას და და­ვითს ოთხი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

და­ვი­თი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დის სოდის უფ­რო­სის, ერეკ­ლე კო­დუ­ას, ძმაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×