დახურვა
სტილი
20.10.2021

რამდენიმე დღის წინ მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ არაერთხელ დასმულ კითხვას უპასუხა და საყვარელი მამაკაცის ვინაობა გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ბიზნესმენი დავით კოდუაა. წყვილი სულ მალე შვილს ელოდება.

ალექსანდრას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ ჩანს, უამრავ დადებით შეფასებასა და კომპლიმენტთან ერთად, კრიტიკა მოჰყვა დავით კოდუას წინა ურთიერთობას, რომელიც სკანდალით დასრულდა. „კითხვა-პასუხის რეჟიმში აგიხსნით, რა არის ქალი და რა არის ოჯახი. მაიძულეს უბრალოდ და აუცილებლად ვისაუბრებ ღალატებზეც, განათლება-გაუნათლებლობაზეც, უთავმოყვარეო თანაარსებობაზეც, მოღალატეობრივ სულსა და ფსიქიკურ აშლილობაზე, პირველყოფილურ ინტინქტებსა და სულიერ დეგრადაციაზე. მე არ შემეფერება, მაგრამ არც ოჯახის დამანგრევლის იმიჯი შემეფერება და მომწონს, ასეთი ადამიანებისა და ქალების ფონზე მით უმეტეს“ - წერს ალექსანდრა „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×