დახურვა
სტილი
20.10.2021

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, „პირველი ხაზის“ წამყვანი, გიორგი ნიორაძე საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებსა და მეუღლესთან ორჯერ დაშორების ამბავს ჟურნალ „სარკის“ მკითხველს უმხელს.

გიორგი ნიორაძე:

„15 წელი ვიცხოვრეთ ერთად და უკვე 4 წელია, რაც გავშორდით. მე და ჩემი ყოფილი ცოლი, ფაქტობრივად, ერთად გავიზადეთ და ახლაც საუკეთესო მეგობრები ვართ. ერთ კურსზე ვსწავლობდით. ერთად გავიარეთ ბევრი განსაცდელი და სხვა ამბებიც. მერე კი ხდება ისე, რომ რაღაც არ გამოდის.

ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩვენ შორის არავინ ჩამდგარა, მაგრამ ურთიერთობა რომ ამოიწურება, რაღაც აღარ მოგვწონს. რაღაც იმას არ მოსწონდა, რაღაც – მე და მითხრა, მოდი, გავშორდეთო. მგონი, თავიდან ამ ფრაზას – „მოდი, გავშორდეთ“, ყველა არასერიოზულად იღებს, მაგრამ მერე ერთმანეთის ჯინაზე შორდებიან.

ჩემს ყოფილ ცოლს დღეს რომ ჩემი ცალი თირკმელი დასჭირდეს, მივცემ. ჩემი ღვიძლის ნაწილსაც მივცემ და ზუსტად ვიცი, რომ ისიც ასევე მოიქცევა ჩემთვის, მაგრამ მერე სხვა რაღაც გინდება. მოიწყენ ამ ურთიერთობაში, თვალი სადღაც გაგირბის…

ორჯერ გავშორდით. 7 წლის თანაცხოვრების შემდეგაც გავშორდით. მერე კიდევ 7 წლით შევრიგდით და ისევ გავშორდით…“

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ახლა მარტოა, შეყვარებული არ ჰყავს და მარტოობა ძალიან მოსწონს.

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×