დახურვა
სტილი
25.10.2021

ცნობილი ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე „აზროვნების აკადემიაში“ საუბრობს სიყვარულის, ტყუილის, ემოციებისა და თვითშეფასების შესახებ ურთიერთობებში. ამ ლექციაში ის ერთ-ერთ შემთხვევად მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის შემთხვევას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრამ ახლახან გაამჯღავნა, რომ მისი რჩეული დავით კოდუაა, რომლისგანაც შვილს ელოდება. წყვილი ერთად არის. მოდელმა უამრავი კრიტიკა მიიღო დავით კოდუას პირველი მეუღლის მეგობრებისგან, რომელთა შორის არიან მარიამ კუკუნაშვილი და ია ფარულავა.

„დღეს ვნახე კომენტარი, კოდუას ვიღაც მოეწონაო. ხალხის ფსიქოლოგიამ დამაინტერესა. უნდა ნახოთ, რას ლანძღავენ, ფულის გულისთვის გაყვაო, აბა, მაგ მახინჯს რატომ გაყვებოდაო. ჯერ ეს ერთი, შენ ვინ ხარ? პოლიტიკური პოსტი რომ იყოს, იტყვი, კომენტარებში ფულია გადახდილიო, მაგრამ აქ ვინ გადაიხდიდა? ნამდვილი ადამიანების კომენტარებია. ახალგაზრდა გოგოა, მოდელი, მამაკაცი არ არის ახალგაზრდა, მაგრამ რატომ წერ, რომ ფულის გამო გაჰყვა, რატომაა ის კაცი მახინჯი, რეებს წერ, რა შენი საქმეა? ეს არის ბოღმა და შური!.. როცა გიყვარს ადამიანი, შენთვის არის ლამაზი!.. ეს არის პირადი საქმე და გარჩევაც კი უზნეობაა. საზოგადოება ყოფს ცხვირს იქ, სადაც არაფერი ესაქმება“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×