დახურვა
სტილი
10.05.2022

ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ პოპულარულ იუთუბერთან გადაცემაში თითქმის ყველაფერზე ისაუბრა - საქართველოზე, ჭორებზე, რომლებიც მასზე ცხოვრებაში გაუგია. მან განმარტა აინტერესებს თუ არა საზოგადოების აზრი...

როგორც ის ამბობს, არაერთი ჭორი გაუგია, რომელსაც მასზე ავრცელებენ. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მასზე მოარული ხმები გავლენას არ ახდენს.„არ ვინტერესდები რას ამბობენ, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო რასისტული განცხადებები, ასევე ჩემი ქორწინების ისტორია და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრები. მათგან სიმართლე კი არცერთი არ არის. „დაახვიე შენს საქართველოში“ - ეს იყო ყველაზე ხშირი და მტკივნეული გამოხმაურებები, რომლებსაც ჩემი მისამართით საბერძნეთში რასისტები აჟღერებენ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მოიგონეს, რომ მამაჩემის ძმაკაცის საყვარელი ვიყავი და როცა ეს მამაჩემმა გაიგო, იძულებით დაგვაქორწინა. ასევე, ამბობენ, რომ ანორექსია მაქვს, მაგრამ მსგავსი არაფერი მჭირს“  - ამბობს თამთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×