დახურვა
სტილი
13.05.2022

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე დღეს მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იმარ­თე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კა.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს, მხრის ზე­და­პირ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თი ჰქონ­და.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მას და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­ნუ­მარ­ტა, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ექ­სპერ­ტის თქმით, დო­რო­ყაშ­ვი­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ ტრავ­მის მი­ღე­ბის დღეს მას თა­ვის ტკი­ვი­ლი ჰქონ­და.

"მას ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი და ნიშ­ნე­ბი, რო­მ­ლებიც ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. მარ­ჯვე­ნა მხრის შიდა ზე­და­პირ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა რა­ი­მე მკვრი­ვი ბლაგ­ვი სა­ხის საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი თე­ო­ნა გვა­ზა­ვა ექ­სპერ­ტის სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ მათ­თვის უც­ნო­ბია, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და­ზი­ა­ნე­ბა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მკლავ­ზე მხო­ლოდ სი­წით­ლე ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპერ­ტის მიერ ასა­ხულ და­ზი­ა­ნე­ბას სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, დაც­ვის მხა­რის­თვის უც­ნო­ბია, სა­ი­დან გაჩ­ნდა ის.

"აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უკვე და­კი­თხუ­ლია სას­წრა­ფოს ექი­მი, რო­მელ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და პირ­ველს და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს­კო­რა­ცი­ე­ბი. ექიმ­მა ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ დო­რო­ყაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბა სი­წით­ლის სა­ხით, რაც კა­ნის ოდ­ნავ აქერ­ცვლა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. თა­ვის მხრივ, როცა და­ეს­ვა კი­თხვა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მკლა­ვის შიდა ნა­წილ­ში და­ზი­ა­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, ექ­სპერ­ტმა გა­მო­რი­ცხა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი 2020 წლის 21 მა­ი­სის 16:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×