დახურვა
სტილი
20.06.2022

კულინარიული შოუ ,,მასტერშეფის” გამარჯვებული თამარ ბექაური გახდა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში საოცარ კერძებს ქმნიდა და ჟიურის და მაყურებელს აოცებდა. აი, მისმა საფინალო კერძებმა კი ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით დესერტმა ,,პონჩიკმა” და სერვირებამ – რკინის საბჭოთა ,,კრუშკებმა”. მასთან ერთად ფინალში იბრძოდნენ სანდრა კორენევიჩი და მარიამ ბართია, რომლებმაც თამარ ბექაურს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.

,,მე მარიამს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ თამარი დამსახურებული გამარჯვებულია!”, ,,ნამდვილად იმსახურებდა, უნიჭიერესი გოგოა”, ,,პონჩიკი საფინალო დესერტი არ არის, მით უმეტეს, არც ვარგოდა. უსამართლობაა”, ,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, ფინალში კრემის აჭრას თუ აპატიებდნენ გამარჯვებულს”, ,,საერთოდ არ იმსახურებდა ფინალის კერძებიდან გამომდინარე მასტერშეფის ტიტულს, მარიამ, საუკეთესო ხარ!”, ,,შეფებო, ამ უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ზუსტადაც, რომ მხოლოდ კიტრი პომიდვრის, ჩახოხბილების და აჭრილი პონჩიკების ღირსები ხართ, ფუფ,  სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო”, ,,არა, რა, ნახევარფინალში ვინმეს რამე ოდნავ რომ მიეწვას, ერთ ამბავს ატეხავთ, როგორ შეიძლებაო და ფინალში კრემის აჭრისთვის ტიტულს თუ აძლევდით, არ მეგონა”, ,,სანდრა საუკეთესო იყო, ასევე მარიამი. დიდი იმედგაცრუებაა”, ,,შეფებო, უსამართლოა თქვენი გადაწყვეტილება, არ გაგეხმაურებინათ მისი პონჩიკის უვარგისობა, მარწყვი კი ისეც გემრიელია, სწორედ მაგ რკინის ,,კრუშკებს” იმსახურებთ”, ,, ლუკას კი ეტყობოდა სახეზე უკმაყოფილება და იმედგაცრუება ამ ფინალის, მაგრამ აჭრილ კრემსა და პონჩიკს თუ აირჩევდა, არ მეგონა” ,,გილოცავ! დაწყებიდან დამთავრებამდე საუკეთესო იყავი, თამარ. შენ ამას იმსახურებდი, თუმცა მარიამი და სანდრაც საუკეთესოები არიან უდაოდ”, ,,მართლა კიტრი და პომიდვრით და პონჩიკით მოიგო, თუ მოაგებინეს”, ,,სამართლიანი გადაწყვეტებაა, თამარი იმსახურენდა გამარჯვებას, ყოველთვის საუკეთესო კერძები ჰქონდა”, ,,კიტრი-პომიდვრის სალათა დაგეწვათ. რავა ყველაფერი მიკერძოებულია ამ ქვეყანაში”, – წერენ შოუს მაყურებლები მასტერშეფის ფეისბუქგვერდზე.

ერთ-ერთი მაყურებელი კი წერს:

,,ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეთ. თამარი ძლიერი მონაწილე იყო უდაოდ, მაგრამ თუ ამბობთ, რომ ბოლო ტურით წყდება გამარჯვება,  თამარის დესერტი აჭრილი კრემით, რომელიც მარწყვის წვენში ტივტივებდა,  უბრალოდ უნდა შეგრცხვეთ. ყველაზე მეტად ჩემი 6 წლის შვილის კითხვაზე,  რატომ მოხდა ასე, ჩემი დუმილი დაარღვია მეორე 11 წლის შვილმა და უპასუხა რომ ცხოვრებაში ხდება ხშირად ასეთი უსამართლობა და არ ინერვიულოო. აი, ყველაზე მეტად რისი უნდა გეშინოდეთ, რა მაგალითი მიეცით პირდაპირ ეთერში მომავალ თაობას. კომენტარებს გადახედეთ. დაგემშვიდობებით სამუდამოდ”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×