დახურვა
სტილი
26.06.2022

მას შემდეგ, რაც უმაღლესი რადას დეპუტატმა, ელიზავეტა იასკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად ოჯახი შექმნა, მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაასმაგდა. ახლახან მან ინსტაგრამზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ექსპრეზიდენტის რჩეული ქალი ორსულადაა და მას მალე შვილი ეყოლება.

„ლიზა, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ. ამ ვიდეოში როგორი შეცვლილი ხარ. თითქოს წონაში მოიმატე, ალბათ, ეს სხვა გამომწერებმაც შეამჩნიეს. ორსულად ხარ? ვფიქრობ, ეს აშკარად შესამჩნევია, თუკი მუცელზე დაგაკვირდებიან“, - წერენ ინსტაგრამზე.

„მუცელს ვეღარ მალავს, აშკარად წონაშია მომატებული“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×