დახურვა
სტილი
10.09.2022

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამჯერად ის ჟურნალ "თბილისელებთან" პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა არ შეუძლია.

"თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის იდეალურია. არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე. არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა, არც მამაკაცთან ერთად შემიძლია ცხოვრება. ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.

ერთხელ მქონდა ქართველ კაცთან ურთიერთობა. მგონი, ყველაზე კარგი ბიჭი იყო, ვინც ოდესმე მყოლია. ორი წელი ვიყავით ერთად. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ის არ იყო სტანდარტული ქართველი კაცი. ათი წელი ევროპაში სწავლობდა. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მასთან ურთიერთობამ საკმაოდ გამზარდა. სხვა ქართველ კაცებთან დიდად არ მაქვს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვესაუბრები ჩემს ცხოვრებაზე. თუმცა, ზოგადად, ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან. უნდათ, რომ მხოლოდ მისი იყო. ვერ გაიგებენ თავისუფალ ურთიერთობას."

ის ასევე საუბრობს თუ რა არის მისთვის ქორწინებაში მიუღებელი და რას ნიშნავს მისთვის იდელაური მამაკაცი:

"თავისუფლების შეზღუდვა. ძალიან შევეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას და ვერ წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ამ ფუფუნებას ცოტათი მაინც შემიზღუდავს. თან, ძალიან პრეტენზიული და ამბიციური ვარ. თუ შევატყვე, რომ მამაკაცი რაღაცებს მიკრძალავს, მაშინვე ვამთავრებ ურთიერთობას. არც შემხვედრია ისეთი მამაკაცი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდებოდა.

ფინანსურად უზრუნველყოფილი. როცა მამაკაცი ფინანსურად ძლიერია, არის თავდაჯერებული და იცის, როგორ მოექცეს ქალს, როგორ გაანებივროს. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, კარგი ვიზუალი და თავის სტილი უნდა ჰქონდეს - ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა უყვარდეს „ლაქშერი" ცხოვრება, ცხოვრების ასეთი სტილი უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს თამამი, ჩემთან ურთიერთობის არ უნდა ეშინოდეს და მიგებდეს.

შეიძლება, მარტივად დავიწყო, მაგრამ მალევე დავასრულო. მარტივი არ ვარ, მაგრამ შეიძლება, ჩათვალო, რომ მარტივი ვარ. ეს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფლირტი, ვგიჟდები ისე. შეიძლება, ყოველ მეორე ბიჭს ვეფლირტავო, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი ნული მქონდეს. ახლა ვეფლირტავები და მერე „დავკერავ" - ეს აზრი არ მამოძრავებს, მხოლოდ ფლირტი მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩანდეს, რომ ჩემთან ურთიერთობის დაწყება ადვილია. რეალურად ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ჩემს მოთხოვნილებებს ყველა მამაკაცი ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს."

კესო ბერუაშვილი ასევე საუბრობს თუ რამდენად დიდხანს გრძელდება მისი სასიყვარულო ურთიერთობები და მალე ბეზრდება თუ არა მას პარტნიორი"

"როგორც წესი, მალე მბეზრდება. ჩემს ჰოლანდიელ პარტნიორს ავუხსენი, რომ მალე ვიცი მობეზრება და თვითონ შემომთავაზა თავისუფალი ურთიერთობა. იცის, რომ არ უნდა იეჭვიანოს. ხანდახან ეჭვიანობს, მაგრამ თუ ძალიან იეჭვიანებს, იცის, რომ დამკარგავს, შესაბამისად, აღარ მეწუწუნება. ასე არ მომბეზრდება, მაგრამ სულ ჩემ გარშემო რომ ტრიალებდეს და დღეში ცხრაჯერ მირეკავდეს, მაშინვე დავბლოკავ. ეს იგივე კონტროლი და თავისუფლების შეზღუდვაა. ნელ-ნელა სწავლობს ჩემს ხასიათს. ჩემთან ურთიერთობაში ყოფნა რთულია, მაგრამ იგებს და თან, მოსწონს ჩემი პრეტენზიული ხასიათი. ამიტომაც ვამბობ, რომ იდეალური მამაკაცია. თორემ, ცხრა თვე ერთ მამაკაცთან ერთად ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე."

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×