დახურვა
სტილი
22.09.2022

ინფლუენსერი “იკა ნათიას” წყვილი, ბანკში ვალს ვეღარ იხდის და ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა. მათმა მეგობრებმა მათთვის დახმარების გაწევა დაიწყეს, ასევე მოუწოდეს ხალხს იგივე გაეკეთებინათ. ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ საზოგადოებაში, რასაც წყვილი ინსტაგრამზე პასუხობს:

“როდესაც ფსკერია ადამიანი არავითარ შემთხვევაში შენც მის დონემდე არ უნდა დაეშვა ეს დაიმახსოვრეთ! ძალიან მალე მოეღება ამ ყველაფერს ბოლო, რადგან სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და ეშმაკის მოციქულებზე! აუცილებლად დაისჯება ყველა ის ადამიანი ვინ ესე უსამართლოდ და უმიზეზოდ გვწამებს ცილს ჩვენ და ძალიან ბევრ ადამიანს!

ტყუილი ინფორმაციების გავრცელება , შეთხზული ზღაპრები, კიბერ ბულინგი, პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა, არასდროს დარჩება დაუსჯელი!

ხოლო ის ადამიანები ვინც ესეთ ამზრზენ არსებას უსმენთ და ამ ყველაფრის გჯერათ, უყურებთ მის მართლა სამარცხვინო და ბოროტულ გამოსვლებს და თუ გსიამოვნებთ ეს ყველაფერი გირჩევთ, რომ იმკურნალოთ რადგან ეს ნორმალური არ არის! მე ასეთი ადამიანებისთვის კი არაფრის ახსნას არ ვაპირებ რადგან ასახსნელი არც არაფერია ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ამას ვერ უშველის ვერანაირი საერთაშორისო დაცვა☺️ რადგან სწორედ იქ ფასობს ადამიანთა უფლებები სადაც თავად ეს ადამიანი იმყოფება.

ამ ყველაფერს საბოლოოდ მოეღება ბოლო და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც მსგავს ქმედებას ახორციელებს ან აპირებს განხორციელებას! მალე ნახავთ რა მოყვება ამ სიბოროტეს, ადამიანის ცილისწამებას და შეურაცხყოფას

ხოლო ვინ ამ სპექტაკლების ყურებით ერთობით გაერთეთ,მე აღარ ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას , ძალიან მალე ნახავთ როგორ იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე !

წარმატებები ყველას !”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×