დახურვა
სტილი
12.01.2023

ჟურნალი „სარკე" არქივიდან აქვეყნებს ლიზა ქისტაურთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ მამაკაცად დაბადებას საერთოდ არდაბადება ერჩივნა:

„ჩემთვის რომ ეკითხათ, მამაკაცად დაიბადე, ან საერთოდ არ დაიბადოო, არდაბადებას ავირჩევდი. ან უნდა დავბადებულიყავი მამაკაცად, რომელიც იქნებოდა ბევრად ძლიერი, ვიდრე მე ვარ, რადგან ეს ყველაფერი ბევრად ადრე მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში..."

ლიზა ქისტაური ჟურნალთან ინტერვიუში ამბობდა, რომ სულ პატარა იყო, როდესაც იცოდა, რომ იქნებოდა ქეთი, ლიზა ან სხვა ვინმე, მაგრამ არა გიორგი - „ვნანობ, რომ ცოტა დავაგვიანე კიდეც", აღნიშნავდა ის.

ქისტაურის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ცნობისათვის, ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა 6 იანვარს დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×