დახურვა
სტილი
03.02.2023

მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 22.8%-ით 21 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი გახ­და. 2023 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს ის წა­რად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­და.

ხე­ჩა­ნო­ვის მენ­ტო­რი დათო ფორჩხი­ძე გახ­ლდათ. მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუ­სი კონ­კურ­სან­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრო­ექტ „ვო­ის­ში" გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა სიმ­ღე­რას შე­ას­რუ­ლებს ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე.

ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წლე­ბის წინ, სა­ბავ­შვო ჯგუფ „ქენ­დის" წევ­რი გახ­ლდათ. 2011 წელს ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა.

 "ვო­ის­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, კონ­კურ­სან­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ გა­სა­ხე­ლოთ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე"... მთა­ვა­რი ბრძო­ლა წინ არის და თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა ისევ ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა... მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ".

უამ­რა­ვი მი­ლოც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნას გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. ცუდ შე­ფა­სე­ბებს ღიად უწე­რენ, პი­რად გვერ­დზეც...

"ყრუ არა­ვი­ნაა და მით უმე­ტეს, დე­ბი­ლი, რომ ვერ ვხვდე­ბო­დეთ, რო­გორ მოხ­და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ფი­ნალ­ში. შენ თვი­თო­ნაც არ უნდა იყო თა­ნახ­მა ასეთ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნია და ბუ­ნე­ბა. ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი ნახე პოს­ტებ­ზე და მიხ­ვდე­ბი და­ნარ­ჩენს..."

"შე­გერ­გოს ეგე­თი მოს­ყი­დუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა..."

 მუ­სი­კო­სი მაია დარსმე­ლი­ძე, "ვო­ი­სის" ფი­ნალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი მე­უღ­ლე, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი პრო­ექ­ტში ერთ-ერთი მენ­ტო­რი იყო.

"ხოო, აქა-იქი­დან ჩი­ტებს მო­აქვს ამ­ბა­ვი რა­ღაც გამ­ზა­დე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე და ერთი წლით ადრე ჩა­ფიქ­რე­ბულ "პრო­ექ­ტზე". და აი ეს ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მარ­თლა სა­ო­ცა­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ამ ვი­ღა­ცის პრო­ექ­ტის ან­ტუ­რა­ჟად მო­იყ­ვა­ნეთ?!!! და ვი­ღა­ცის ხუშ­ტუ­რის დე­კო­რად აქ­ცი­ეთ?! (რომ არ და­იბ­ნეთ, ამ კონ­კრე­ტულ პოს­ტში პრო­ექტ "ვო­ისს" არა, ვო­ის­ში "პრო­დი­უ­სე­რის" მი­ტა­ნილ "პრო­ექტს" ვგუ­ლის­ხმობ, აიიი, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე, რაც უნდა გა­ი­ტა­ნონ - იმას) ხო, ვინ­მემ ოდეს­მე ხომ უნდა თქვას, სა­ნამ კო­ლექ­ტი­ურ-კო­ლე­გი­ა­ლუ­რი დაყლე­ვე­ბა გჭირთ და სი­მარ­თლის თქმა გი­ტყდე­ბათ...

(აქაც რომ არ და­იბ­ნეთ, ვი­ტყვი, რომ ჩემ კომ­ფორ­ტუ­ლად გა­სუ­სულ კო­ლე­გებს ვგუ­ლის­ხმობ და არა კონ­კურ­სან­ტებს). ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად გოიმ პრო­დი­უ­სერ­ზე სა­ზა­რე­ლი არა­ფე­რია. ეგ კრი­მი­ნა­ლია ჩემ­თვის. მო­ა­შო­რეთ მთე­ლი ეს გო­იმ­ფარ­თი და იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს ოდეს­მე".

ცეს­კო-ს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

- და­ვი­ვი­წყეთ ხე­ლოვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი. "ვო­ი­სის" კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წა­რად­გენს. გეს­მით ხე­ჩა­ნო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს! აბა წა­ვი­და, დას­ცხეთ...".

კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა აქ­ტი­უ­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი ხალ­ხის ჯგუ­ფებ­შიც....

 კონ­კურ­სამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი ხე­ჩა­ნო­ვი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რის გა­მოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ფი­ნა­ლის წინ გავ­რცელ­და, ხე­ჩა­ნოვ­მა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად იდგა რინგზე, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოც მო­იხ­სე­ნია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ხდა­რი ახ­სნა...

ირუ ხე­ჩა­ნო­ვი, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და და-ძმა...

წყარო: ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×