დახურვა
სტილი
04.02.2023

მომღერალი თიკა ჯამბურია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა , მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს!!!

ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამინის, ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით, ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით.

მიუხედავად იმისა, რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს , რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო, ვლანძღო და ვწყევლო... რა ხდება ხალხოოო? რა დღეში ხართ, მცხვენია მართლა თქვენს მაგივრად, ისეთ სტატუსებს წერთ.

დიახ, მეც არ მომეწონა მისი ინსტერვიუ. დიახ, ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა, მაგრამ ამ გოგოს შრომის მოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია, ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი თუ როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ქონდა ევროვიზიის... ასე რომ, არა უშავს ისწავლეთ თანაგრძნობა, ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგებაც. ამ უნიჭიერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ, დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებად მიაღწევენ იმიტომ, რომ მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან… ირუს კი წარმატებები იმ გზაზე, რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა", - დაწერა ჯამბურიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×