დახურვა
სტილი
08.02.2023

„პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე ევა ქეცბაია ამბობს, რომ საქართველოს დატოვებას დაქორწინების საშუალებით აპირებს. ასევე აღნიშნავს, რომ პარალელურად ჰყავს მეორე ნახევარი საქართველოში.

„ეს ადამიანი არის ჩემი თაყვანისმცემელი, წელიწადზე მეტია რაც ვიცნობ. ჩემი მხარდამჭერია ყველანაირად, ფინანსურად, ემოციურად. შეყვარებულია ჩემზე სიგიჟემდე და მე მაგ შანსს ვიყენებ იმისთვის, რომ გავყვე ადამიანს ცოლად. ასაკით დიდია ჩემზე, ამერიკელია. აბა რატომ მივყვები ცოლად...

პროექტის დროს ასევე იყო ერთი თაყავანისმცემელი, რომელმაც ანონიმურად გამომიგზავნა 500 ვარდი, მაჩუქა ტელეფონი, ფული ჩამირიცხა, თვითონ ადამიანი კი ერთხელ ვნახე....

მყავს ახლა ადამიანი, რომელთანაც ვარ ურთიერთობაში... ქართველია, ჩემხელა ბიჭია და არ აქვს პრობლემა იმაზე, სხვას რომ მივყვები ცოლად, რადგან ეგ სხვა მიზნებისთვის ხდება", - ამბობს ევა ქეცბაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×