დახურვა
სტილი
21.07.2021

სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მან მეუღლის ღალატის, მისგან ძვირად ღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ისაუბრა. ამჯერად მარიამ კუკუნაშვილმა ამ თემაზე დასმულ კითხვებს გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ უპასუხა და სკანდალური აღიარებაც გააკეთა, რომ მას, მეუღლის პარალელურად, სხვა მამაკაცი უყვარს.

„სექტემბერში გავიგე მეუღლის ღალატის შესახებ და ჩვენ 6 თვის განმავლობაში დაშორებულები ვიყავით. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ჩემს თავს დავუსვი კითხვა: რატომ უნდა მინდოდეს კაცი, რომელსაც მე კი არა, სხვა ქალი უნდა? ამის შემდეგ დავიწყე ჩემი ცხოვრება. არაფერი დამიგეგმავს, თუმცა ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი მამაკაცი, ასაკით ჩემზე ოდნავ პატარა, რომელმაც დაიწყო ჩემი გულის დამსხვრეული ნაწილების შეერთება. მის მიმართ გამიჩნდა ისეთივე გრძნობა, როგორიც ჩემი მეუღლის მიმართ მქონდა მის ღალატამდე. მასთან გადასარევად ვგრძნობდი თავს. ეს არ იყო შურისძიება ჩემი მხრიდან, პირიქით, მე დავიწყე ლამაზი და შესანიშნავი ცხოვრება. იმ ქალმა კი, ვისთანაც ჩემმა ქმარმა მიღალატა, დაიწყო ჩემთან მოწერები და როცა ხედავდა, რომ მე მხიარული და ძლიერი ვიყავი, ის იქცა ერთ გაკაპასებულ ქალად, რომელიც ჩემს დასტრესვას ცდილობდა. დაშორებიდან ორ თვეში ჩემი მეუღლის ყურადღება უკვე ჩემზე იყო გადმორთული და მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. 6 თვის შემდეგ მე მას ყველაფერი ვაპატიე და ამ შეცდომებმა ჩვენ უფრო დაგვაახლოვა“ - აღნიშნავს მარიამ კუკუნაშვილი.

როგორც მარიამ კუკუნაშვილი ამბობს, მეუღლემ მისი სხვა ურთიერთობის შესახებ იცის და ეს ყველაფერი მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა თავად მარიამი ამას ღალატად არ მიიჩნევს და ქმრისგან არც პატიებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×