დახურვა
სტილი
24.05.2023

მას შემდეგ, რაც მომღერალმა მზია გეწაძემ საკუთარი პირადი, ინტიმური ცხოვრება საჯაროდ გამოიტანა და ერთ-ერთ გადაცემაში დეტალურად მოჰყვა, ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილმა ის გააკრიტიკა, ხოლო მეორე ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ამასთან დაკავშირებით წერს.

„რამდენი წელია ამის მოყოლა მინდოდა და ბედნიერი ვარ რომ ახლა მაინც მოვყევიო“ - ქალმა საზოგადოებას მოგმართათ, საკუთარი წლების ტრავმაზე გესაუბრათ და ემპათიას ითხოვდა. თავის დროზე სწორედ საზოგადოების გაკიცხვის შიშით დაემართა ეს ყველაფერი, რაც მოჰყვა. თვითონვე ამბობს გადაცემაში, ახლა შეიცვალა მიდგომები და ამიტომ ვყვებიო. მაგრამ თურმე არც არაფერი შეცვლილა. თან ღიაობას და პრობლემების საზოგადოებრივ დონეზე გადაჭრას იჩემებთ და როგორც კი ეს ხდება, მაშინვე ჩასაფრებული გადაუვლით ხოლმე ვინც თქვა და ვისთანაც თქვა ყველას.

ორმაგი აღარ ჰქვია ამ სტანდარტებს. უმაგრესი ქალია მზია გეწაძე, კარგად შეანჯღრია საზოგადოება, დაამსხვრია მახინჯი სტერეოტიპები და პირდაპირ გაილაშქრა ამ სიმახინჯე. „სახლში რაც გინდა აკეთე, ოღონდ ჩუმად“ მენტალიტეტის წინააღმდეგ. რომ ჰკითხო ყველა „რევოლუციონერია“, ვინც ახლა ლაფს ასხამს... არადა, რა ბედნიერი იყო, როცა ყველაფერი თქვა. წლებია, მინდოდა ამის ხმამაღლა თქმაო, 30 წელი ველოდე ამ წუთებსო!კარგად გაიაზრეთ რა მოხდა და მერე გამოიდეთ თავები აქ ჭკუის სწავლებით! ზუსტადაც მაგარი ხარ, მზია!“ - წერს მაკა რაზმაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×