დახურვა
სტილი
29.07.2021

„ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად. ამასობაში აქ ისეთი ტიპები ახმაურდნენ, საბავშვო ბაღებიდან რომ იძახიან, მაგრები ვართო. ჩემს დროს საკუთარ თავზე საუბარი უხერხული იყო, სხვას უნდა შეექე. შეიცვალა დრო და ხმამაღლა შემიძლია, ვთქვა, ძალიან ბევრი მათგანის სახელი და გვარი რომ იცის საქართველომ, ეს ჩემი დამსახურებაა. ტიპები სცენაზე პირველად მე გავიყვანე, მათი დისკი საჭირო დროს, საჭირო ადამიანს გადავეცი და ასე შემდეგ. რომ ჩამოვედი და სუფრაზე ერთად მოვხვდით, მივხვდი, არ ახსოვდათ ეს ყველაფერი და დაიწყეს ბრტყელ-ბრტყელი ტექსტებით საუბარი. ქვემოდან გავხედე და მერე მიხვდნენ, რომ ჩემი თანდასწრებით მაინც არ უნდა ისაუბრონ ასე. 

სცენაზე ჩემნაირი ტიპი ამ ქვეყანას არ ჰყოლია და ძალიან მინდა, რომ ჰყავდეს. ერთი პერიოდი ანრი ჯოხაძე ხუმრობდა, აჩისთან დუეტის ჩაწერა ის ტრამპლინია, რომელიც მაშინვე ტოპეულში მოგახვედრებსო. მაგრამ მერე, ალბათ, დროშა დამეხა. 12 წელი აქ აღარაფერი გამიკეთებია. ერთი-ორჯერ დამირეკეს და კონკურსებში მონაწილეობა მთხოვეს, როგორც კონკურსანტს. მუსიკალურ კონკურსებზე მაქვს საუბარი. ჟიურიში სხედან ტიპები, რომლის სახელი და გვარიც კი არ ვიცი. აი, ეს ნაღდად სირცხვილია. მომავალ წელს მე 30 წელი მისრულდება სცენაზე ფეხის დადგმიდან. ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანების სახელი და გვარი არ გამიგია და დღეს ისინი არიან ჟიურიში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×