დახურვა
სტილი
02.08.2021

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, თუ როგორ გადაარჩინეს ბათუმში ჩასული 2 უცხოელი გოგო სამი მოძალადისგან. 

„ღამით ბათუმში სამი ვაჟკაცი მოძალადე 2 უცხოელ გოგოს აწუხებდა, ჯერ არ აცადეს საჭმლის ჭამა მერე ხელით ცდილობდნენ მანქანისკენ წაეყვანათ ხელიც კი ეტკინა გოგონას. შევატყვე ორივე მკაცრს უარზე იყვნენ რა თქმა უნდა, ისიც შევატყვე, რომ მეორე გოგოს ცრემლებიც წამოუვიდა თვალიდან. ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება ამის დედაც, ესენი დღეს უნდა მოვტ@@ო რისთვის ვართ ჩამოსულებიო, გაიხსენეო. მანაც უპასუხა - ვცდილობ შეჩემა ჩავტენო მანქანაშიო. ამის თქმა და იქვე მდგომ თანამშრომელს დავუძახე და ერთად მივედით მათთან. მშვიდობა გაქვთ მეთქი ვუთხარი. მე ცოტა ბოხი ხმით და ჩემმა მეგობარმა კისერი გადაატრიალა, უკან კიდევ რამდენიმე ათეული კოლეგა იყო რომლებიც ელოდებოდა ამათ საქციელს რას იზამდნენ. ერთი გადაგვავლეს თვალი და სამივე მანქანაში ჩახტა გაიქცენ ეგრევე იქიდან. გოგოები რომ მორჩენ ერთიმეორის ჩახუტებას ალბათ იფიქრეს გადავრჩით ამ სამი მხეცისგანო, მოტრიალდენ და გვეკითხებიან პოლიციაში როგორ დავრეკოთო, თურმე ერთ-ერთ გოგონას მანქანის ნომრისთვის გადაუღია ფოტო. არც დავფიქრებულვარ და ავუკრიფე ტელეფონზე 112. იმედია საკადრისად დაისჯებიან ისინი. ჩვენ კი დავიშალეთ მალევე და დავემშვიდობეთ გოგონებს", - წერს კურიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×