დახურვა
სტილი
04.08.2021

ზურა ხაჩიძე აღნიშნავს, რომ კორონას კარგად შეხვდა და ასევე გააცილა.

„რაც მსმენია ამ დაავადებაზე, ალბათ, მე ყველაზე მარტივად გადავიტანე, ძალიან უსიმპტომოდ. ამ ავადმყოფობამ თავი იმით გამაცნო, რომ ძალიან ამიწია წნევამ და საშინელი თავის ტკივილი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მაღალი არ იყო… როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, კოვიდი მქონდა, უამრავი ადამიანი შემეხმიანა და მითხრეს, ფსიქოლოგიურად კარგად უნდა შეხვდე, სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო, რომ გართულებები არ გამოიწვიოსო. ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავდი, წამლებსაც ვიღებდი და მადლობა ღმერთს, ისე იოლად გავიარე, ხანდახან არც კი მჯერა. მოკლედ, კორონას კარგადაც შევხვდი და კარგადაც გავაცილე.

ალბათ, ძალიან ინერვიულეთ, რომ ხათუნას არ გადასდებოდა…

კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ბევრს ვნერვიულობდი. როცა უკვე გადამდები ვიყავი, იმ ღამეს სახლში არ დავრჩენილვარ, მეგობართან წავედი. მე და ჩემს მეგობარს ერთად დაგვემართა და ამიტომაც მკურნალობის პროცესიც ერთად გავიარეთ.

ვაქცინა რატომ არ გქონდათ გაკეთებული?

დაგეგმილი მქონდა. თან, ჩემს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში უნდა ავცრილიყავი. მინდოდა, ეს საჯაროდ გამეკეთებინა, რათა სტიმული მიმეცა მოსახლეობისთვის, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე დამიდასტურდა კოვიდი…“ - აღნიშნავს ზურა ხაჩიძე  ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

როგორც ზურა ხაჩიძე ინტერვიუში აღნიშნავს, ხათუნა ჟორდანია აუცილებლად აიცრება, რადგან ექიმისგან ასეთი რეკომენდაცია მიიღო: „ხათუნას აცრას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. ექიმსაც ველაპარაკეთ და მისგანაც მივიღეთ რეკომენდაცია, რომ აუცილებლად უნდა აიცრას. მანამდე კი მისი მთავარი თავდაცვა არის ის, რომ არსად გადის, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრესთან კონტაქტობს…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×