დახურვა
სტილი
06.06.2024

მომღერალი ბესო კალანდაძე ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში იხსენებს ყველაზე დიდ უსამართლოს, რასაც ცხოვრებაში ჰქონია.

„თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპვნა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 2010 წელს, როდესაც ნაციონალების დრო იყო და მოგეხსენებათ, პროკურატურას რა ძალა ჰქონდა. მაშინ მე პროკურატურას მოვუგე საქმე. არ ვიცი რატომ, მაგრამ პროკურატურამ დაადგინა, რომ არავითარ სისხლის სამართლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველანაირი მტკიცებულება წარვუდგინე ამ ადამიანების თაღლითობის დასადასტურებლად. მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე და პროცესი მოვიგე. პროკურატურას დაევალა გამოძიება განეახლებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც არ წარიმართა გამოძიება და შეიტყაპუნეს ჩემი მიწა იმ თაღლითებმა. ახლაც რომ დავწერო საჩივარი, იტყვიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. იმ პერიოდში სხვა მიზეზებიც მქონდა სანერვიულოდ, მაგრამ ამაზე საერთოდ გავგიჟდი. ნერვიულობის ნიადაგზე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, დღეს არა მიშავს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×