რეპერი „მასტერი" იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ სტუმრობს ყვითელ მედიებს გადაცემაში, რომლებიც მას მუდმივად ეპატიჟებიან.
ცნობისთვის, რეპერი თავისი ხმაურიანი ტექსტებითა და ტრადიციებზე აქცენტის გამო, ლიბერალურ სამყაროში მეტ-ნაკლებად მიღებულია, ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ, უფრო მეტიც, იგი ბულინგის მსხვერპლის კი ყოფილა როგორც თვითონ ამბობს, „განსხვავებული აზრის გამო".
„მესამე ტელე გადაცემას ვუთხარი უარი, სადაც თანხის სანაცვლოდ პირად საკითხებზე უნდა მესაუბრა... ვფიქრობ საკმარისად ახლოს ვარ ჩემს მსმენელთან და „საცვლების გამოფენაც" დიდად არ არის ჩემი მიმართულება, რითაც იკვებება ყვითელი მედია. ამ პოსტით არ ვაკნინებ მათ, ვინც მსგავს გადაცემებში იღებს მონაწილეობას. ყველას საკუთარი შეხედულება და გემოვნება აქვს. მაგალითად მსგავსად არ დავდივარ ისეთ თოქ-შოუებშიც, სადაც მრავალი ადამიანი კამათობს და გაწევ-გამოწევაა აზრის დაფიქსირებაზე.
მოკლედ არც ყურება მიყვარს სეირის და არც მასში მონაწილეობა - 1000 რჯულის ფერადი ხალხი, რომ გყავს გვერდით დიდად მისაღებ სიტუაციაში არ მაყენებს.
იუმორის გრძნობას ვფიქრობ არ ვუჩივი, თუმცა დიდად არც ზედმეტად საღლიცინო გადაცემებში მხიბლავს სიარული და საბოლოო ჯამში გამოდის რომ 10 შემოთავაზებიდან 9-ზე მაინც მიხდება უარის თქმა. რომელ გადაცემებშიც ვარ ნამყოფი, არც იქ მიყვარს 1000-ჯერ მისვლა და ერთი და იგივე პლატფორმის ტკეპნა, თუმცა მე ყველა გადაცემის პროდიუსერს და მენეჯმენტს მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც სურვილს გამოხატავს მათ გადაცემაში მიმიწვიონ...",- წერს რეპერი