დახურვა
სტილი
22.10.2021

სალომე გოგიაშვილი „ტვ პირველის" შეკითხვებს პასუხობს, მათ შორისაა კითხვები პირად ცხოვრებაზეც.

ჟურნალისტს პირველი და მეორე ქორწინებებიდან მას გოგონა და ბიჭი ჰყავს, ხოლო მესამე ქორწინებიდან ვახო ნიკოლაიშვილთან, ორი ბიჭი.

ჟურნალისტი ტელეინტერვიუში ამბობს, რომ ვახოს სახით მან თავისი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა.

რაც შეეხება ქორწინებებს, კითხვაზე, რამდენჯერ ჰყვარებია, ის დასძენს:

„იცით, რომ ეს არ არის ჩემი პირველი ქორწინება. ეს არის მესამე ქორწინება. ამაზე რომ იწყებენ ლაპარაკს, ამბობენ ხოლმე, რა გიჭირთ, ერთი და იგივე ხალხი თხოვდებითო. პრინციპში, ეს უნდა შეგეძლოს, ერთგვარი ნიჭია (იცინის). ალბათ, ჩვენ, ეგეთებს, უფრო მეტი მოხიბვლის ნიჭი გვაქვს. მაგრამ მთავარი რა არის? ის, რომ იპოვო შენი მეწყვილე. აღმოვაჩინე, რომ ვახოა ჩემი მეწყვილე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვს, ძალიან ხისტია, ძალიან მკაცრია, ცოტა უხასიათოც არის (იღიმის), ჩემთან პირიქით ხდება და ძალიან ვაბალანსებთ ერთმანეთს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×