დახურვა
სტილი
22.10.2021

44 წლის მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

ამჯერად კრისტი ყიფშიძე ახალ ფოტოებს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს. როგორც ჩანს, მან ვარცხნილობა შეიცვალა და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტიც მიიღო: „ყველაზე ლამაზი, მომხიბვლელი და სასურველი ხარ", „სრულყოფილება", „საუკეთესოდ გამოიყურები" - წერენ „ინსტაგრამზე".

მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერის დაწყებიდან 20 წელზე მეტი გავიდა, კრისტი სამოდელო სფეროში დღემდე მოთხოვნადი სახეა და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში: „17 წლის ვიყავი, როცა პოდიუმზე პირველად გამოვედი. მაშინვე მივხვდი, რომე ეს საქმე ძალიან მომეწონა. არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიქნებოდი ამ სფეროში. ზოგისთვის ეს 5 წელია, ზოგისთვის - 10... დღე, როცა პირველად დავდგი ფეხი პოდიუმზე, საკუთარი დაბადების დღესავით მიყვარს" - ამბობდა ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×