დახურვა
სტილი
25.10.2021

რამდენიმე დღის წინ მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ არაერთხელ დასმულ კითხვას უპასუხა და საყვარელი მამაკაცის ვინაობა გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ბიზნესმენი დავით კოდუაა. წყვილი სულ მალე შვილს ელოდება, თუმცა ამ სასიხარულო ამბის პარალელურად, მოდელი სკანდალში გაეხვია და საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა.

ალექსანდრამ რამდენიმე მწვავე სტატუსი გამოაქვეყნა, დავით კოდუას შვილსაც დაუპირისპირდა, თუმცა ის ქალბატონებს ბოდიშს უხდის.

„ჩემო ძვირფასო ქალებო და გოგონებო! უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ ჩემმა დაუფიქრებელმა წინადადებამ, სიტყვამ, მოსაზრებამ, სტატუსმა, ფოტომ თქვენში მტკივნეული გრძნობები და ემოციები დაძრა და გამოაღვიძა!!! დიდი „ძვრების“ პერიოდია და ყველას ჩვენებურად გადაგვაქვს…მოკლედ, ბოდიში! თუ ვინმეს ვაწყენინე, ნებით თუ უნებურად!!! მხოლოდ იმას ვამბობ ყოველთვის, რომ ადამიანს არ აქვს საზღვრები გონებაში, არც ასაკში არც ოცნებების ასრულებაში, ყველაფერი განახლებადი, გამოსწორებადია და აღდგენადია, მხოლოდ!! როცა სიყვარული გამოძრავებს შინაგანი!!!! გკოცნით. იმედია დღეს მაინც დავიძინებ! ძალიან მიყვარხართ მე.. ბოდიში.. ამდენი კარგი გოგო და ქალი! მიხარიხართ!“- წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×