დახურვა
სტილი
25.10.2021

მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს თურქეთში ატარებს, ულამაზეს ფოტოებს კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გულშემატკივრებსა და გამომწერებსაც უზიარებს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე საიუბილეო სეზონის ერთ-ერთი მონაწილე სწორედ სალომე ღვინიაშვილი იქნებოდა. დღეს, 25 ოქტომბერს გადაცემის პირველი ნაწილი გავა ეთერში, ამის შესახებ კი მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და გამომწერებს მიმართა: „ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენ წინაშე, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო, არ დავზაოგავ ამისთვის თავს და ვნახოთ, რას შევძლებ“ - ამბობს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×