დახურვა
სტილი
22.06.2021

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში "ინსტაგრამ სთორიში" საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნინი 2 წელია შეყვარებულია, მისი პარტნიორის ვინაობა უცნობია, თუმცა მოდელი თავს ბედნიერად გრძნობს და ამას საჯაროდაც აღარებს.

"სამუდამოდ ჩემი ვალენტინი მიყვარხარ. ლ.მ. საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და ისიც ჩემი"

"2 შესანიშნავი წელი შენთან ერთად და იმედია სამუდამოდ ერთად ვიქნებით ჩემო სიყვარულო"

ახალგაზრდა მოდელი, პირად ურთერთობებზე არასდროს საუბრობს, როგორც ჩანს მის ცხოვრებაში უკვე 2 წელია პარტნიორი გამოჩნდა, თუმცა ნინი შეყვარებულის საზოგადოებისთვის გაცნობას ჯერ არ აპირებს. 

"დამალული" მეორენახევარი ნინის საჩუქრებითა და ლამაზი თაიგულით ანებივრვებს.

"ორივე ულამაზესია" - დაწერა ნინიმ ფოტოზე, სადაც ჩანს რომ საყვარელამ მამაკაცმა მოდელს ბეჭედი და დიდი თაიგული აჩუქა.რამდენიმე თვის წინ, ნინი დასასვლენებლად დუბაიში იყო, სადაც უცხო მამაკაცის არსებობა პირველად გაამჟღავნა, თუმცა ვინაობის გამხელა მოდელმა არც მაშინ მოისურვა. როგორც ჩანს, ნინი პირად ურთიერთობებს განსაკუთრებით უფრთხილდება.

ბოლოს გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გოგიჩაიშვილის რჩეული ვინმე ლ.მ. უნდა იყოს, უმშვენიერესი მოდელი საოცარ ფორმაშია და მუდამ გემოვნებიანად იცვამს. ნინის არჩევანს საზოგადოება და მისი გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×