დახურვა
სტილი
19.05.2022

 რუსთაველის თეატრის მსახიობი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, ანა ამილახვარი „პრაიმშოუში“ საუბრობს საკუთარი მძიმე მდგომარეობის, პიროვნების გაორებისა და პანიკური შეტევების შესახებ:

„ამწუთასაც მესმის ჩემი გულის ხმა ყურებში და მიკანკალებს ყველაფერი, მაგრამ მე ვისწავლე ამასთან გამკლავება. ჩვენი პროფესია ხელს გვიწყობს იმაში, რომ ვიყოთ ყველაფრის მიმართ სენსიტიურები. პოზიტიური თუ ნეგატიური ინფორმაცია თავიდან ბოლომდე უნდა მივიღოთ და გავატაროთ. გვასწავლეს, როგორ შემოვუშვათ ეს ემოცია, მაგრამ არ უსწავლებიათ, როგორ გავთავისუფლდეთ მისგან. მე მგონი, ყველანაირი შეტევა მაქვს გადატანილი ცხოვრებაში, ყველა ფორმაში – პანიკური შეტევიდან დაწყებული, გაორებით, გასამებით, საერთოდ, იდენტიფიკაციის მოშლით, სამყაროს შავ და თეთრ ფერებში დანახვით, საკუთარ თავთან და საყვარელ ადამიანებთან გაუცხოება, საკუთარი სახელი და გვარი არაფერი რომა რ გეუბნება. ყველაზე საშინელი დარტყმა მივიღე მშობიარობის შემდეგ – ერთი წლის შემდეგ დამემართა ნამდვილი კატასტროფა. მართლა ვფიქრობდი იმაზე, რომ სიცოცხლე დამესრულებინა,. ერთადერთი, შვილი იყო, რასაც ვეჭიდებოდი. მერე აღმოვაჩინე, რომ მაქვს დაავადება, რომელმაც დამანგრია. ვიმკურნალე მედიკამენტებით, დღემდე ვმკურნალობ და ეს მშველის.

ახლა ბედნიერი ვარ. უამრავი თერაპია გავიარე, ბევრი წიგნი წავიკითხე. ნელ-ნელა ჩემთან ერთად იბეჭდება ახალ-ახალი წიგნები, ჩემი მეგობრები თარგმნიან, საოცარი ლექციებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. არის იმის საშუალება, რომ საკუთარ თავს ვუშველოთ. მთელი მსოფლიო შეიშალა და ჩემი აზრით, ჩვენ საგიჟეთში ვცხოვრობთ…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×