დახურვა
სტილი
25.11.2022

მსახიობი თაკო ტაბატაძე გუშინ თერჯოლაში მომხდარ საზარელ ამბავს ეხმაურება, როდესაც ქმარმა ცოლი ცოცხლად დაწვა:

„რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა. დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა: ,,ღმერთმა გადაგარჩინოს ამქვეყნიერებას".

მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები...

როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ. ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა.

გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა.

სული მეწვის... და მტკივა ისე, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი...

ამ საზოგადოების ჩამყაყებულმა ნაწილმა კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ქალი სასტიკად გაანადგურა იმ მკვლელის ხელით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, გამართლებასაც მოუძებნიან, როგორც სჩვევიათ ხოლმე:

,,ალბათ ღირსი იყო და მაგიტომ" , ,,ტყუილად არავინ არავის მოკლავს", ,,თავგასულ ქალს ასე მოუხდება" და ასე შემდეგ...

ამ ქვეყანაში ქალის დანაშაულია:

თუ მიგატოვეს

თუ განქორწინდი

თუ დამოუკიდებელი ხარ

თუ საკუთარ თავს პატივს სცემ

თუ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა

თუ ბედნიერი ხარ

თუ გიყვარს

თუ გჯერა

და კიდევ ბევრი თუ...

თითოეულ ადამიანს მივმართავ, ვინც გამოირჩევით ქალთმოძულეობით, ამ სიძულვილში ზრდით შვილებს და მოუწოდებთ კაცებს რომ დაწვან, ცემონ, დაჭრან...

თქვენ ხართ თამილას მკვლელები!

მივმართავ მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს, რომლებიც მოძალადე კაცების ატანას გვაიძულებენ და გვდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების სატანისტური ჯგუფის განხილვის ობიექტი არ გავხდეთ, თქვენც გაუცნობიერებლად ასაზრდოებთ მათ! შეწყვიტეთ! მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილებს, დებს, დედებს, რომ იყვნენ ბედნიერები, ძლიერები თქვენით!

და ბოლოს, მივმართავ იმ საიტებს, რომლებიც ახდენენ ასეთი ძალადობრივი კომენტარების წახალისებას პირადი, თუ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. თქვენ კვებავთ მკვლელებს! ასაზრდოებთ მათ ბნელ ფანტაზიებს! ასეთი კომენტარები უნდა იბლოკებოდეს და სირცხვილი უნდა იყოს!!!! ხატებით რომ აქვთ ,,მოოჭვილი" სოციალური ქსელები და ერთმანეთს ,,ლოცავენ" უფლის სახელით ვინ უფრო საშინელ სიკვდილს უსურვებს ქალს!!!! ამაზრზენია!!!

ჩემი ღმერთი არ განიკითხავს!!! ჩემი ღმერთი მიმტევებელია!!!! ჩემი ღმერთი სიყვარულია!!!!

მე ბედნიერი ვარ!!!! მე ძლიერი ვარ!!!! მე არ ვეგუები!!!! მე ვცვლი!!!!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×