დახურვა
სტილი
28.11.2022

ირინ­კა კავ­სა­ძე და გი­ორ­გი ტა­ბი­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­მან­ტი­კუ­ლი ფოტო და ვი­დეო ირინ­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჩვენს კი­თხვა­ზე, რა ხდე­ბო­და მათ შო­რის, გი­ორ­გიმ გვი­პა­სუ­ხა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და ამ ეტაპ­ზე არ სურს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა.

"ძა­ლი­ან უხ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს" - წე­რენ წყვილს კო­მენ­ტა­რებ­ში, ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე.

ირინ­კას და გი­ორ­გის სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. გო­გო­ნა წლე­ბია რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მა­მას­თან სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რშია და­კა­ვე­ბუ­ლი. ლე­გენ­და­რუ­ლი კახი კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ახ­ლოს მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, პრო­ექტ „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად ფი­ნალ­ში გა­ვი­და...

ირინ­კა კავ­სა­ძე ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს ბა­ბუ­ას. გო­გო­ნა 18 წე­ლია ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ კი ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს. 10 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო.

მამა ირაკ­ლი კავ­სა­ძეც მსა­ხი­ო­ბია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ირინ­კამ "სი­ნე­ტი­კის თე­ატ­რში" და­ი­წყო თა­მა­ში. ამა­ვე თე­ატ­რში ჯერ კი­დევ 10 წლი­სამ სწო­რედ მა­მას­თან ერ­თად ითა­მა­შა სპექ­ტაკლში - "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი". ირინ­კას უმ­ცრო­სი დაც ჰყავს, რო­მელ­მაც სკო­ლა ორი წლის წინ და­ამ­თავ­რდა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ტა­ბი­ძეს, მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან“ გახ­და, სა­დაც ჩი­კას უფ­როს შვილს თა­მა­შობ­და. სე­რი­ალ­ში ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ­ლის როლ­საც მსა­ხი­ო­ბი ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე თა­მა­შობ­და. სანი და ელე­ნე, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. წყვილს ნიშ­ნო­ბაც ჰქონ­და, თუმ­ცა ორი კვი­რის წინ, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გო­გო­ნამ თქვა, რომ ის და გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი დი­დად არ მიყ­ვარს. თუმ­ცა, ახლა ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ჩვე­ნი და­შო­რე­ბა ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, ასე მი­ვიჩ­ნი­ეთ სა­ჭი­როდ. ახლა ორი­ვე ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობთ თავს...

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×