დახურვა
სტილი
24.01.2023

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული სასცენო წყვილია. კოლეგები და მეგობრები ერთად ძალიან დიდ დროს ატარებენ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი შეყვარებულები არიან, თუმცა აღნიშნული ფაქტი არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია.

ამჯერად ოთომ „ინსტაგრამზე" ჯულიანასთან მანქანაში გადაღებული, სახალისო ვიდეო გაავრცელა. წყვილი Shaggy-ის სიმღერას, Angel-ს ჰყვება.

„მისი გამოხედვით ყველაფერი ნათქვამია!", „ერთმანეთს საოცრად უხდებით"„უმაგრესი წყვილი ხართ", - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×