დახურვა
სტილი
21.07.2021

ნანი ბრეგვაძეს ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„დღეს სახალხო არტისტის, სცენის დედოფლის - ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. ქალბატონმა ნანიმ ნამდვილად შექმნა ეპოქა და საქართველო მისი შემოქმედებით გააცნო მსოფლიოს. მაღალმა საშემსრულებლო ხელოვნებამ, რომლის გამოც მას აფასებს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მსმენელი, ქალბატონი ნანი ჩვენი ქვეყნის ელჩად აქცია და ის, დიდი ხანია, ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს. მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა",- წერს კახი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×