დახურვა
სტილი
23.03.2023

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული, მარიამ შარმანაშვილი მალდივებზე ისვენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად მარიამ შარმანაშვილი უზიარებს საკუთარ მიმდევრებს და მალდივიდან ულამაზეს კადრებს ავრცელებს.

„რომ გგონია ჟენევაში მიფრინავ და უცბად მალდივებზე აღმოჩნდები.. მადლობა ამ საჩუქრისთვის", - წერს მარიამი.

აღსანიშნავია, რომ წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად უზიარებენ გამომწერებს.

ის, რომ ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს ქართველი სარძლო ჰყავს, საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, „კურიერი პიესმა" დეტალები გაარკვია და ცნობილი გახდა, რომ ისტორია 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×