დახურვა
სტილი
04.08.2021

ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. განსაკუთრებით დიდ სიყვარულს იმსახურებს მისი უმცროსი შვილის, ლილეს ვიდეოები. ტელეწამყვანი ხშირად საუბრობს კორონავირუსისა და პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შესახებაც.

სწორედ ვაქცინაციას ეხება მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული მიმართვაც, სადაც ტელეწამყვანი წერს: „ვინც ფიქრობთ, რომ ვაქცინით შეჰყავთ ჩიპი, უშვილობას იწვევს, რომ ვიღაცას უნდა ვაქცინით გაგვწყვიტოს და კოვიდი არ არსებობს!! ვინც დარეგისტრირდით და შეგნებულად არ მიხვედით!! სხვას გამოაცალეთ შანსი, უსაფრთხოდ ეგრძნო თავი!!! თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ საზოგადოებისთვის!!!! 

ძალიან ბევრი ადამიანი გვიკვდება!!! როგორც ვიცი, გარდაცვლილი პაციენტებიდან არც ერთი იყო აცრილი!!! დაფიქრდით და ნუ მავნებლობთ!!!“ - ამბობს გვანცა დარასელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×