დახურვა
სტილი
04.08.2021

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. შარანგია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასა და ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება.

„მართლა მაინტერესებს, არ იცრებით – გავიგე. მიზეზი ვერ გავიგე, მოგწონთ ის სტატისტიკა რასაც ვხედავთ საქართველოში? და ნუ ანტივაქსერი ექიმები ხომ მართლა მანადგურებს… ან აცრილ ადამიანს, ფოტოს ქვეშ რომ უწერთ, ნიშნის მოგებით – „1 წელიწადში ვილაპარაკოთ, როგორ იქნებით“ ანუ ამით რას ამბობთ?)) და ნუ სრულიად მსოფლიო რომ დებილია და ჩვენ გენიოსები ეს ხომ უკვე დასკვნად დავდეთ.

ასევე მაინტერესებს როცა ამბობთ, რომ გეშინიათ კოვიდის, კლუბებში რომ დადიხართ და „გუგუნებთ“ იქ გადამდები არ არის ვირუსი? გართობაც მიყვარს და ზაფხულის შეგრძნებაც, მაგრამ გარშემო ადამიანების ჯანმრთელობა მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ივენთებს ვხედავ, სადაც არავის უკეთია ნიღაბი, დისტანციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ან ნასვამ ადამიანს რა დისტანციაზე უნდა ელაპარაკო? იქნებ რეგულაციები მაინც გამკაცრდეს თავშეყრის ადგილებში?

ჩემი აზრით ეს ყველაფერი არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. და რატომ ირღვევა უფლებები იმ ხალხის ვინც რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ და მაქსიმალურად ვიცავთ როგორც საკუთარს ასევე გარშემო ადამიანების უსაფრთხოებას?

გთხოვთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ავიცრათ რა. მე რამდენიმე დღეში ავიცრები უკვე მეორედ.

ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×