დახურვა
სტილი
05.08.2021

ლაშა გურგენიძემ, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა. ამჟამად არის თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი, ასევე - "სთენდაფერი". მისი ჰობი ფოტოგრაფიაა, განტვირთვის საუკეთესო საშუალებად კი მუსიკას მიიჩნევს. ლაშას ცხოვრების დევიზია სიყვარული.

"ფოტოგრაფიაში ჩემი უნარიც შემთხვევით აღმოვაჩინე: კიევში პატრიარქთან ერთად ვიყავი. ჩემს უკრაინელ მეგობრებს ფოტოაპარატი ვთხოვე - უბრალოდ, რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღება მინდოდა. ფოტოგადაღებას ისე შევყევი და ისე გამიტაცა, რომ მეგონა, ჩემი პროფესია იყო. სხვათა შორის, ახლა ფოტოგამოფენის მოწყობას ვაპირებ..."

"სკოლაში გოგონებს არ მოვწონდი. რამდენიმე მათგანი მეგონა, მიყვარდა. ვაქტიურობდი. ვცდილობდი, გამეკვირვებინა; რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რომ სასურველი გოგონების ყურადღება მიმექცია. ვინც მომწონდა, მათ არ მოვწონდი..."

"ყველაფერი ჩვენს ხელშია: ენერგიას საითაც მიმართავ, იქით წავა, რა... ჩემს ცოლში ყველაფერია, რაც მჭირდება, რამაც შეიძლება ქალში გაგაგიჟოს: გარეგნობა, პიროვნება, სილამაზე, მეგობრობა..."

"შეიძლება, ვცდები, მაგრამ ალბათ - გაჭირვების, განსაცდელის ჟამს ავლენენ ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს. ბოლო დროს, ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი. თუნდაც ახლა, პანდემიისას უამრავმა ადამიანმა ნამდვილი სახე გამოაჩინა: გამოჩნდა მათი პიროვნება, დამოკიდებულება, ფასეულობა... ბევრ მათგანზე გულიც ამიცრუვდა. რაღაცნაირად, შექმნილმა ვითარებამ ადამიანები გამოავლინა.

წყარო: ჟურნალი „გზა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×