დახურვა
სტილი
25.09.2023

სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი, რომელიც კარლო პონტის მეორე ნახევარია, სოციალურ ქსელში სოფი ლორენის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფი ლორენი მრავლობითი მოტეხილობით, რომელიც სახლში დაცემისას მიიღო, კლინიკაში გადაიყვანეს.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს სოფი ლორენი, მარიამი ასე პასუხობს:

„ბევრი მესიჯი შემომდის, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, ქალბატონი სოფია ახლა თავს კარგად გრძნობს და უფლის წყალობით, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. მადლობა ყურადღებისთვის და გულშემატკივრობისთვის..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2023 by Stily. All rights reserved
×