დახურვა
სტილი
24.08.2021

თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, სადაც მან მაყურებელი არა მხოლოდ საკუთარი კულინარიული ნიჭით, არამედ განსაკუთრებული გარეგნობითაც მოხიბლა. როგორც ცნობილია, თათია მოდელის აპლუაშიც არაერთხელ ყოფილა და 2018 წელს რუსეთში „მის ოფისის“ ფინალისტებს შორისაც მოხვდა. გარდა ამისა, თათიამ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი დააანონსა და დაწერა, რომ კოლექციაზე უკვე მუშაობს.

თათია სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურია და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს იღებს.

ზაფხულის ცხელ დღეებს მოდელი თურქეთში ატარებს და ულამაზეს კადრებს გულშემატკივრებსაც უზიარებს: „მგონი, საქართველოში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ“, „ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ“, „საოცრად გამოყურები“, „შთამბეჭდავი კადრებია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×