დღეს სოსო ჯაჭვლიანს 66 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობის რძალი სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და წერს:
„გილოცავ დაბადების დღეს. 4 წლის წინ ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი , მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე... მჯერა, რომ უკეთეს ადგილას ხარ...
ძალიან გვაკლიხარ ყველას... ძალიან გვიჭირს უშენოდ...
გვიყვარხარ", - წერს სოსო ჯაჭვლიანის რძალი და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია მსახიობისა და შვილიშვილის შეხვედრა.
„ვაჩიკოს ბაბუ" - წერს სოსო ჯაჭვლიანის რძალი.