დახურვა
სტილი
06.06.2024

ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" გასული ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი იყო.

ბექა გოჩიაშვილმა ისაუბრა მუსიკაზე, მამის როლზე მის კარიერაში, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებსა და მეუღლეზე.

კითხვაზე, ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, ბექა გოჩიაშვილმა აღნიშნა:

„რამდენიმე რაღაც და ვიღაც არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რის და ვის გარეშეც არ შემიძლია - არ შემიძლია ჩემი თავის რწმენის გარეშე, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, ვერავის სიყვარულს ვერ ენდობი.

ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და ანასთვისაც მითქვამს: შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია-მეთქი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.

ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც გვიყვარს - დედა, მამა.

ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული. დღეს და უკვე მეათე წელია, ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა", - აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×