დახურვა
სტილი
01.10.2021

ოქტომბერში ყველაფერი სწრაფად დაიწყება და მგზნებარედ განვითარდება. განსაკუთრებით კი, რომანტიკული ურთიერთობები.

სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

♈ვერძი

ამ თვეში, სასურველია, უფრო მეტად ენდოთ საკუთარ თავს, რადგან ასე, თქვენ ყველა პასუხის მიღებას შეძლებთ. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა უნდა თქვათ, მაგრამ ვერ გამოიცნობთ, რა მოხდება ამის შემდეგ.

იმისთვის, რომ პიროვნულად გაიზარდოთ, აუცილებელია ისწავლოთ საკუთარი ინტუიციის ნდობა და შემდეგ, მისი მიხედვით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ვინ თქვა, რომ აუცილებელია ზუსტად იცოდეთ როგორ განვითარდება მოვლენები? ნუ შეცდებით, ეს ინფორმაცია არავის აქვს. თქვენ უბრალოდ უნდა იმოქმედოთ და მიენდოთ სამყაროს. ზოგჯერ მან ყველაზე უკეთ იცის, რა გჭირდებათ.

♉კურო

ამ თვეში თქვენს ბევრ ოცნებას რეალურად დაინახავთ, თუმცა მათ მისაღწევად, არასასიამოვნო მომენტების გადალახვა მოგიწევთ. დაიმახსოვრეთ, სამყარო თქვენს გამოწვევას იწყებს, რათა დაინახოს, იმსახურებთ თუ არა იმას, რაზედაც ოცნებობთ.

თქვენ ყოველთვის გაქვთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რა არის სიყვარული და ბედნიერება, მაგრამ ზოგჯერ, ეს წარმოდგენები მათ რეალურ საზღვრებს ავიწროებს. ეცადეთ გამოხვიდეთ საკუთარი შეხედულებებიდან და მიიღოთ ცხოვრების შემოთავაზება, რადგან ის, იმაზე ბევრად უფრო ტკბილია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

♊ტყუპები

როგორც წესი, თქვენთვის ტკბილი ტყუილის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის აღიარება, თუმცა ოქტომბერში, არჩევანი უბრალოდ არ გექნებათ. ციური სურათი მიგანიშნებთ, რომ აუცილებელია თქვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა ურთიერთობას პატიოსნად მიუდგეთ.

გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ გარკვეულ მომენტში, თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. თუნდაც, ამ თვეში, ის საკმაოდ მწარე და მტკივნეული იყოს. სხვა შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ არსებული გამოწვევების გადალახვას და დამსახურებული ტკბილი ნაყოფის მიღებას. დარწმუნებული ხართ, რომ ილუზიაში ცხოვრება გირჩევნიათ?

♋კირჩხიბი

სიმართლე არასოდესაა ზედმეტი, მაშინაც კი, თუ ის მოულოდნელია. თვის დასაწყისშივე უნდა ელოდოთ შოკისმომგვრელ სიახლეებს, თანაც ოჯახსა და სხვა მნიშვნელოვან ურთიერთობებში. ამ ეტაპზე უშედეგო იქნება თქვენი სურვილების ან სხვების ემოციების გაკონტროლება, რადგან სამყაროს სხვა განზრახვები აქვს.

ეცადეთ დააფასოთ ყველა ის სიკეთე, რასაც სამყარო გთავაზობთ. რადგან ახლა, თქვენს ცხოვრებაში ახალი ფურცლის გადაშლის დროა, მაშინაც კი, თუ ჯერ მზად არ ხართ...

♌ლომი

არსებობს მომენტები, რომლებიც სამუდამოდ ილექება თქვენს მეხსიერებაში. შემთხვევები, რომლებიც გვაშორებს იმას, ვინც ვიყავით და ვინც ახლა ვართ. ის, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, მთლიანად ირეკლება თქვენს მიერ არჩეულ პარტნიორში.

ურთიერთობა, რომელშიც იმყოფებით, უფრო მეტს ამბობს თქვენზე, ვიდრე სიტყვები. ამიტომ აუცილებელია დაფიქრდეთ, თუ რა ეტაპზე ხართ ახლა და შემდეგ, შესაბამისად გამოიხატოს თქვენს ურთიერთობაში. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების და უფრო მეტიც - მიეცით საკუთარ თავს სიყვარულის შანსი, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორთან, რომელიც თქვენთან ერთად სწორ გზას ადგას.

♍ქალწული

სამწუხაროდ, ხანდახან ურთიერთობის მიზანია ცხოვრებისეული გაკვეთილის მიღება. ამიტომ, ამ თვეში შეეცადეთ დაფიქრდეთ ურთიერთობებზე და თქვენს საჭიროებებზე.

თუ თქვენ გამუდმებით ესაუბრებით სხვა ადამიანებს, უხსნით გულის კარებს და საკუთარ ემოციებს უზიარებთ, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ თავდაცვის და თვითგამართლების საჭიროებას იღებთ, მაშინ თქვენ კარგად იცით, რა უნდა გააკეთოთ. დიახ, ზოგჯერ მწარე გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი, მაგრამ ამ თვეში, ის უბრალოდ აუცილებელია.

♎სასწორი

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თქვენ დაიბრუნებთ საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომელზეც ფიქრობდით, რომ სამუდამოდ დაკარგეთ. მოგიწევთ გაიხსენოთ, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც ზრუნავს საკუთარ საჭიროებებზე, ყველაფერზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს და აღარ ამართლებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გული გატკინეს.

კონკრეტული ურთიერთობისთვის კი, ყველა შანსი უკვე ამოიწურა და ამჯერად, გლოვას არ აპირებთ. უფრო მეტიც, თავისუფლების განცდა ყველაზე მეტად დაგაახლოებთ საკუთარ თავთან.

♏მორიელი

განკურნება არ არის ის მოვლენა, რომელიც ერთ ღამეში ხდება. მას ბევრი ნაბიჯის გადადგმა და ბევრი გადაწყვეტილების მიღება სჭირდება. თუმცა ხანდახან ისეთი განკურნებაც არსებობს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდით - ერთი სიტყვა ან ერთი ამბავი, მთლიანად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას.

თქვენთვის, ამ თვეში ბევრი სახის განკურნება არსებობს, თუმცა მას ვერ მოიპოვებთ, სანამ სხვების ბედნიერებაზე ფიქრს არ შეწყვეტთ. ბოლოს როდის იფიქრეთ საკუთარ თავზე? საკუთარ ბედნიერებაზე? საკუთარ ტკივილზე? მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ადამიანს შესაძლოა პროტესტის განცდა გაუჩნდეს, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იფიქროთ მხოლოდ საკუთარ სურვილებსა თუ საჭიროებებზე.

♐მშვილდოსანი

როდესაც ჩვენ საკუთარ თავზე ზრუნვას ვიწყებთ, ვიღებთ ვალდებულებას აღარ მივიღოთ ის, რაც არ შეესაბამება ჩვენს სურვილებს. ახლა ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ცხოვრებისეული ან სასიყვარულო არჩევანი მოითხოვს „დიახ“ ან „არა“ პასუხს.

სამაგიეროდ, ეს მნიშვნელოვანი პასუხი დაგაახლოვებს თქვენთვის სასურველ ცხოვრებასთან და იმ ადამიანთან, რომელიც გსურთ, რომ გახდეთ. ახლა, ვარსკვლავები გეხმარებიან გადაფურცლოთ ყველა წინა თავი და საკუთარი ცხოვრება გადაწეროთ.

♑თხის რქა

ცხადია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოქმედებას დაიწყებთ. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი სწორად გააკეთოთ, მაგრამ თუ დღის ბოლოს მაინც არ გრძნობთ შინაგან კმაყოფილებას, მაშინ თქვენი ყველა მცდელობა ფუჭი ყოფილა.

თვის დასაწყისში შეხვდებით გარკვეულ სირთულეებს, რამაც შესაძლოა ბრაზითა და იმედგაცრუებით აგავსოთ. აფეთქების ნაცვლად, გაისეირნეთ, ამოისუნთქეთ, განმარტოვდით და შეეცადეთ საკუთარი სურვილები გადააფასოთ. ასევე, მოისმინეთ ის, თუ რისი თქმა სურთ სხვა ადამიანებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უსიამოვნო იქნება.

♒მერწყული

ამ თვეში აუცილებლად დაგჭირდებათ სიმშვიდის გეგმა, რათა უხეშობა არ გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების მიმართ. თვის დასაწყისში მოგიწევთ სექტემბერში მომხდარი მოვლენების გადაფასება. ეს შეიძლება მტკივნეულიც კი იყოს, მაგრამ არა იმდენად, რომ სიმართლისგან დამალვა ამჯობინოთ.

როდესაც თქვენ ირჩევთ სიმართლეს, ეს ნიშნავს, რომ გარშემომყოფებსაც შთააგონებთ მართებულად მოგექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ სხვების ქმედებებს, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი. მიჰყევით ამ მარტივ ჭეშმარიტებას და თვის ბოლოს, ნამდვილად არ ინანებთ ჩვენს რჩევას.

♓თევზები

თქვენ ყოველთვის იცოდით, რომ ამ თვეში, რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. მაგრამ თქვენც კი, მთელი თქვენი ფსიქიკური შესაძლებლობებით, ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებდით მოვლენებს. შეეცადეთ იყოთ გახსნილი ყველაფრისთვის, რაც ოქტომბერში გადაგხდებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის რთული და უსიამოვნო იქნება. ახლავე მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა და თქვენ არ ხართ იგივე ადამიანი, ვინც ადრე იყავით. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ არც თქვენი საყვარელი ადამიანები დარჩნენ უცვლელად.

შეეცადეთ გათავისუფლდეთ ნებისმიერი ძველი ფიქრისა თუ ტკივილისგან, რომელიც საშუალებას არ გაძლევთ გაბედნიერდეთ და მიიღოთ ყველაფერი ის, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×