დახურვა
სტილი
09.02.2022

„რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა სასარგებლო რჩევები, თუ როგორ უნდა შეხვდეს 22 თებერვალს: "პალიანდრი ბერძნულად ნიშნავს წაღმა-უკუღმა მოძრავს. ეს ნიშნავს, როცა რიცხვი წაღმაც და უკუღმაც ერთნაირად იკითხება. ამ დროს იქმნება პორტალი და ძალიან ეფექტურია სხვადასხვა საქმიანობა. ძალიან ბევრი წყვილი ქმნის ოჯახს ამ თარიღის მიხედვით. მსგავსი უახლოესი თარიღი გვაქვს 2030 წელსაც, მაგრამ იმდენი ორიანი არ გვაქვს, როგორც ახლა. თან არის მთვარის სიმბოლიზაცია, რომელიც არის ქალის სახე, ოჯახის სიმბოლო, დიდი დატვირთვა აქვს პირად თემებში. გარდა ამისა, სურვილების ასრულების კუთხითაც ძალიან ეფექტურია. საჭიროა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ და კარგად გავიაზროთ, რა გვსურს.

განსაკუთრებით საფრთხილოა კურო-მორიელის ღერძისთვის. წინასწარ, სტრატეგიულად უნდა იმოქმედოთ. გასწავლით პატარა რიტუალს ამ დღისთვის: ავიღოთ 6 ფურცელი. 6 იმიტომ, რომ 6 ორიანი გვაქვს და ერთსა და იმავე სურვილს დავწერთ. სახლის სხვადასხვა ადგილას დავდებთ, გარდა საპირფარეშოსი. მეორე დღეს დავწვავთ და ფერფლს ქარს გავატანთ. არა წყალს, არამედ ქარს.

ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი თარიღია 16 თებერვალი, როცა გვაქვს სავსე მთვარე. 18-19 თებერვალი, როცა ცის კაბადონზე მზე მერწყულიდან გადაინაცვლებს თევზების ნიშანში. გამოვყოფ სავსემთვარეობის დღეს. ელემენტარულად, სანთელი ავანთოთ და ჩავიფიქროთ სურვილი. რაც შეეხება 22-ს, ყოველდღიურად გვაქვს ოქროს წუთი, რომელიც, ამ შემთხვევაში, დგება 22 საათსა და 2 წუთზე, უფრო ეფექტურია სურვილის ამ დროს ჩაფიქრება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×