დახურვა
სტილი
11.02.2022

2022 წელს ორი დაბნელების დერეფანი იქნება, რომელიც აპრილ-მაისსა და ოქტომბერ-ნოემბერშია განსაზღვრული. ამ ორ პერიოდს შორის არის ე.წ. შუა წერტილები - თარიღები, რომლებიც ზუსტად ნახევარ წელიწადში მოდის. პირველი ასეთი პერიოდი 2022 წლის თებერვალშია, ხოლო მეორე - აგვისტოში.

შუა წერტილები მათემატიკურად გამოთვლილი წლის კონკრეტული დღეებია, ამიტომ მათ რეალურ არსებობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. კერძოდ, თებერვალში ის აუცილებლად დაემთხვევა 8, 16 და 23 რიცხვებს. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ამ დროს სამყაროს იღბალი მართავს. ამიტომ, თუ დიდი ხანია რაიმეს შეცვლა გსურთ, წარმართეთ თქვენი ცხოვრება ახალი მიმართულებით, გარისკეთ და ბევრი რამ დადეთ სასწორზე - აუცილებლად სცადეთ ის, რაც მთელი გულით გინდათ. მთავარია, იმოქმედოთ არა იმპულსურად, არამედ გააზრებულად.

საინტერესოა, რომ ამ შუა წერტილების გარდა, 2 თებერვლიდან 22 თებერვლამდე პერიოდი ჯადოსნური შესაძლებლობების დერეფნად ითვლება. ნუმეროლოგიის მიხედვით, თარიღები 02/02/2022 და 02/22/2022 არის პორტალი უთვალავი "კარისთვის". ნუმეროლოგიაში ორის სიმბოლო გასაღებებია, რაც ნიშნავს, რომ სამყარო, როგორც ჩანს, რეალიზაციის რამდენიმე გზას გვთავაზობს, რომლიდანაც თითოეულმა ჩვენგანმა ერთი, პრიორიტეტული მიმართულება უნდა აირჩიოს.

თუ დიდი ხანია გეგმავთ სამუშაოს შეცვლას, ურთიერთობების დასრულებას (ან პირიქით დაწყებას), სტილის შეცვლას, სხვა ქვეყანაში გადასვლას ან სამშობლოში დაბრუნდებას, ცხოვრების ნულიდან დაწყებას - თებერვალში ბედი ნამდვილად გიბიძგებთ ამისკენ. ყურადღებით დააკვირდით მოვლენებს. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ სწორი ადამიანები და გარემოებები, რომლებიც მიზნისკენ მიგიყვანთ.

იდეალურ შემთხვევაში, ჩამოწერეთ მიზნები და ამოცანები, რომლისკენაც ისწრაფვით. სწორედ 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით გექნებათ ყველა შანსი, რომ გაანალიზოთ მომდევნო ორი წლის გეგმები და სწორი პრიორიტეტები დაუსახოთ საკუთარ თავს. იდეალურ შემთხვევაში, შესაძლებლობების დერეფანი უნდა დაეთმოს არა ცარიელ ოცნებებსა და ფანტაზიებს, არამედ საკუთარი ცხოვრების ანალიზსა და სამოქმედო გეგმის შედგენას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×