დახურვა
სტილი
22.06.2021

რა იწ­ვევს წო­ნის მა­ტე­ბას, რა ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი აქვს მას, მე­დი­კო­სე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მი­ზე­ზი ბევ­რია. მათ შო­რის, საკ­ვე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, ღა­მით კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა...

„გარ­და ამი­სა, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, წო­ნის მა­ტე­ბი­სა და კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც იწ­ვევს. ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე. რო­დე­საც დარ­ღვე­უ­ლია მე­ტა­ბო­ლიზ­მი, შე­სა­ბა­მი­სად აღი­ნიშ­ნე­ბა წო­ნის მა­ტე­ბაც. არის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა დრო­საც ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი სწო­რედ სიმ­სუქ­ნეა. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა, პრე­დი­ა­ბე­ტი, დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, დის­ლი­პი­დე­მია, მ/ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბი არის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბი წო­ნის კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბის,“ - გვე­უბ­ნე­ბა აკად. ვაჟა ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, მე­ტა­ბო­ლო­გია, დი­ე­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის „ენ­მე­დი­ცი“ ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი თა­მარ ჩა­დუ­ნე­ლი.

მისი თქმით, სიმ­სუქ­ნე თა­ვის­თა­ვად და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში კი­დევ მთელ რიგ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. აუ­ა­რე­სებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის, ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. სიმ­სუქ­ნის ფონ­ზე იზ­რდე­ბა რის­კი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის გა­მოვ­ლე­ნის. ასე­ვე იმა­ტებს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, ირ­ღვე­ვა ლი­პი­დუ­რი ცვლა (იმა­ტებს ე.წ „ცუდი“ ქო­ლეს­ტე­რი­ნი სის­ხლში), იზ­რდე­ბა რის­კი ინ­ფარ­ქტი­სა და ინ­სულ­ტის. სიმ­სუქ­ნე საკ­მა­ოდ აუ­ა­რე­სებს ცხოვ­რე­ბის ხა­რიხს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჭარ­ბი წო­ნის დრო­უ­ლი დაკ­ლე­ბა, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

"საკ­მა­ოდ ხში­რად უჩი­ვი­ან სხვა­დას­ხვა დი­ე­ტე­ბის ფონ­ზე წო­ნის კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბას. წო­ნის მა­ტე­ბას შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა იწ­ვევ­დეს. მა­გა­ლი­თად, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ვერ იღებს რძის პრო­დუქტს, მა­შინ როცა იგი­ვე პრო­დუქ­ტი სხვის­თვის ყოვ­ლად უსაფრ­თხოა, რად­გან ყო­ველ ადა­მი­ანს კონ­კრე­ტულ საკ­ვებ პრო­დუქტზე აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მგრძნო­ბე­ლო­ბა.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა არ არ­სე­ბობს. იმი­სათ­ვის, რომ რა­ცი­ო­ნი სწო­რად შე­ვად­გი­ნოთ, კლი­ნი­კა „ენ­მე­დიც­ში“ ვა­ტა­რებთ ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის ტესტს, რი­თიც ვიკ­ვლევთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მგრძნო­ბე­ლო­ბას თი­თო­ე­უ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­მართ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მი­მართ აუ­ტან­ლო­ბა აქვთ, რა­საც საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა ანუ საკ­ვე­ბი­სად­მი აუ­ტან­ლო­ბა ეწო­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვას სა­ჭი­რო­ებს და ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მომ­წვე­ვი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბას, რის შე­დე­გა­დაც პა­ცი­ენ­ტი წო­ნა­ში იკ­ლებს და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­იღ­წე­ვა._ წო­ნის მა­ტე­ბას იწ­ვევს მხო­ლოდ ის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ადა­მი­ანს ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა ანუ აუ­ტან­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­მართ. ყვე­ლა­ზე ხში­რია ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა რძის მი­მართ. საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის დროს ერთ-ერთი ჩი­ვი­ლი წო­ნის მა­ტე­ბა და წო­ნის კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბაა.დიახ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლია რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტის მი­მართ. რაც ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­დუქ­ტე­ბის მი­მართ ორ­გა­ნიზმს აქვს აუ­ტან­ლო­ბა და მათი მი­ღე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი",- განაცხადა თა­მარ ჩა­დუ­ნე­ლმა "ambebi.ge"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×