დახურვა
სტილი
21.02.2022

დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ ნეგატიური ასპექტები ძალიან ცოტაა, თუმცა ზოდიაქოს ზოგ ნიშანს კოსმოსი თავშეკავებას სთხოვს, ზოგს კი აქტიურობას, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს და ზოდიაქოს ყველა ნიშანს მიმდინარე კვირაში მოსალოდნელ ტენდენციებზე აფრთხილებს.

♈ვერძი - აქტიური, ენერგიული და კონტაქტურია, თუმცა მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები და ამ ნიშანს 24 რიცხვის ჩათვლით სჭირდება სიფრთხილე, მოულოდნელი ფინანსური ხარჯებია მოსალოდნელი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩადონ ფული ინვესტიციებში.

♉კურო - კუროს საინტერესო პერიოდი აქვს.

აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია, შესაძლებლობები ძალიან კარგი აქვს. ახლა მან ინტერნეტის საშუალებით შესაძლოა, გაიცნოს ახალი ადამიანები და მიიღოს საინტერესო წინადადება. ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია მეგობრული კონტაქტებისთვის. მას ცხოვრებაში სწრაფად ცვლადი სიტუაციები ექნება და მისი მხრიდან დროულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს კოსმოსი, ვინაიდან, დაგვიანების შემთხვევაში, შანსებს დაკარგავენ.

♊ტყუპები - ეს კვირა სულაც არ არის ცუდი. ახლა ეს ნიშანი მშვიდდება, მას უფრო საღი და ლოგიკური აზროვნება აქვს. მას ვურჩევ აქტიურ კომუნიკაციას ხელმძღვანელ პირებთან, რადგან მოსალოდნელია მისი იდეის დაფინანსება.

♋კირჩხიბი - ახლა თქვენი დროა, თქვენი ენერგოტონუსი მაღლდება, შარმი და იღბლიანობა იზრდება, თუ წარსულში რამე შეცდომა დაუშვით მათ ობიექტურად დაინახავთ და გამოსწორების შანსი გექნებათ. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. შესაძლებლობები ყველა დონეზე გექნებათ საუკეთესო. განსაკუთრებით კარგია უცხოელებთან კონტაქტი. ნელ-ნელა დაიქოქებით.

♌ლომი - ახლა შეიძლება ლომს ბევრი ფინანსური ხარჯი ჰქონდეს. თუმცა ამავე პერიოდში მოსალოდნელია ლომმა მოიზიდოს ახალი პარტნიორები. მათ ვურჩევ, რომ ახალი საქმეები 24 თებერვლიდან დაიწყონ, მანამდე კი თავი შეიკავონ ყველანაირი გადაწყვეტილებისგან.

♍ქალწული - მთავარი თქვენთვის ამ კვრაში პარტნიორული ურთიერთობაა, თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, თუმცა ილუზიურები ნუ იქნებით. ძალიან კარგი შანსები გაქვთ ამ კვირაში, პარტნიორული ურთიერთობები ახალ პროექტებს და ფინანსებს მოგიტანთ.

♎სასწორი - სასწორების ენერგოტონუსი ახლა მცირდება. ისინი რუტინული საქმით უნდა შემოიფარგლონ, ეს რუტინული საქმეები გულდასმით გააკეთეთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი წარმატება.

♏მორიელი - ერთ-ერთი ფავორიტია. აქტიური, ენერგიული და ქარიზმატულია. ყველაფერი შეუძლია ახლა გამოუვიდეს. ერთ-ერთი მთავარი წარმატება სასიყვარულო სფეროში ელოდებათ. შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან კომუნიკაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, მაქსიმალურად უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკურსებსა და ლატარიაში, გამარჯვების დიდი შანსი აქვთ.

♐მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ჯერ მაღალი აქვთ, მან საოჯახო საკითხებს უნდა მიხედოს, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან უნდა დაალაგოს ურთიერთობა. მათი სამომავლო წარმატება ახალა ნათესავებთან დალაგებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

♑თხის რქა  - შესაძლოა, პატარა ფინანსური პრობლემები შეექმნას, ასევე მოსალოდნელი საკამათო საკითხების წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა ისინი ამ ყველაფერს მოაგვარებენ, რადგან მათი ენერგოტონუსი მაღლდება და იღბლიანობაც იმატებს.

♒მერწყული - ამ ნიშანს აქვს ორნაირი პერიოდი - ერთის მხრივ, მოულოდნელი ხარჯი, ფინანსური გასავალი და დანაკარგი და მეორეს მხრივ მოულოდნელი შემოსავალი ძველი დივიდენტებიდან. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, დანაკარგი ჰქონდეს, მეორე ნახევარში კი შემოსავალი. კონტაქტების შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის კარგი პერიოდია.

♓თევზები - ჩემო კარგებო, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება, ამ პერიოდის დაკარგვა არ შეიძლება. 20 მარტამდე არ გაქვთ უფლება იყოთ ზარმაცი, იმოქმედეთ! იზრდება იღბლიანობა, ფინანსური კუთხით, პროფესიონალური კუთხით ყველა მიმართულებით საუკეთესო პერიოდი გაქვთ. სასიკეთოდ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×