დახურვა
სტილი
22.02.2022

ასტროლოგიასა და ნუმეროლოგიაში, ორიანი საკმაოდ დადებითი რიცხვია. როგორც ასტროლოგი, ხათუნა ნოელი ამბობს, 2022 წელი ძალიან კარგი წელია. 2-იანი ჰარმონიის ნიშანია.

ხათუნდა ნოელი:

სამყარო ორზეა აგებული, წყვილზე: მზე - მთვარე, ნათელი - ბნელი, მდედრი - მამრი... როდესაც ორივე მხარე თანაბარი რაოდენობით არსებობს, ეს ნიშნავს რომ ჰარმონია სუფევს, ბალანსია, წონასწორობა დარღვეული არ არის.

ნულიც მაგიურია. მოკლედ, 2022 შესაძლებლობების წელია. ვეფხვის წელია და გონივრული და გათვლილი რისკი გამართლებულია. წლის პირველი ნახევარი ის თევზის ნიშანშია და წლის მეორე ნახევარი თითქმის ბოლომდე ვერძის ნიშანში იქნება, მერე ისევ ცოტა ხანი თევზებში დაბრუნდება. წლის პირველი ნაწილი მისტიკური, იდუმალი იქნება. შეიძლება რაღაც საიდუმლოებები ამოატივტივოს. ის, რაც წინა პერიოდში იყო დამალული, შესაძლოა ახლა ჩაგვახედოს იმ იდუმალ ამბებში.

წლის მეორე ნახევარი, აგვისტოს ბოლოდან, ძალიან აქტიური პერიოდი იქნება. ამიტომ ახლა ჯობია დაგეგმოთ თქვენი საქმეები და წლის მეორე ნახევარში განახორციელოთ. რადგან ახლა აქტივობების პერიოდი არ არის ზოგადი შეფასებებით. თუმცა წყლის ნიშნებისთვის, კი ბატონო, დასაწყისიც კარგი იქნება.

ჰაერის ნიშნებისთვის წლის მეორე ნახევარი იქნება კარგი. მასთან ერთად ცეცხლის ნიშნებიც იხალისებენ. ვინც ქორწინებაში არ არის, მათთვის ეს წელი ხელსაყრელია. მაგრამ თუ სახლში დაჯექი და არაფერი გააკეთე, არც წელს გამოგივა რამე. კოვიდის გამო თუ ქუჩაში არ გახვედი, პრინცი სახლში არ მოგაკითხავს.

ახალი ხელშეკრულებების დადების წელია. ურთიერთშეთანხმების წელია. შეიძლება, დედამთილი და რძალი შერიგდნენ, თუ მანამდე ჭამდნენ ერთმანეთს. გაბუტული მეგობრები შერიგდნენ და ა.შ

ახლა კი რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ სურვილები მალე აგვიხდეს. დღეს 22 თებერვალია, ანუ 22, მე-2, 2022 წელი. ფურცელზე ჩამოწერეთ სურვილები, რაც გინდა რომ შეგისრულდეს და 22 საათსა და 02 წუთზე ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ. სამი მთავარი სურვილი დაწერეთ. (ბევრს ამ დროში ვერ მოასწრებთ.) სურვილები არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკ „არას“, ან „არასდროს“, უნდა იყოს მტკიცებით ფორმაში. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი სურვილი სხვას არ უნდა უფუჭებდეს საქმეს. ეს არის სარკისებური თარიღი, მალე აირეკლება და დაბრუნდება. ამიტომ თუ ცუდს ჩაიფიქრებთ, სწრაფადვე დაგიბრუნდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×