დახურვა
სტილი
01.03.2022

გაზაფხულის პირველი თვე - მარტი, ბევრ საინტერესო ცვლილებას გვპირდება. გაინტერესებთ, რა გელოდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?..

ვერძი

სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადმოვა, ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. უმჯობესია, დრო მთელი წლის გაანალიზებას, შეცდომების გამოსწორებას, დასვენებას დაუთმოთ. უმჯობესია, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან კამათს. მომატებულია გაღიზიანებულობა, ნუ იკამათებთ მეუღლესთან, ნუ გამოეკიდებით მის სიტყვებს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ნურც ჯავრს იყრით მასზე. ოჯახში სიტუაცია თქვენს სულიერ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. უმჯობესია, თუ განმარტოებით იმუშავებთ. 

ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან და თქვენი გადასაწყვეტია, დაუბრუნდებით თუ არა მას. წარსულის დავიწყება იოლი არ იქნება. მარტში საკუთარ თავზე გაასმაგებულად უნდა იზრუნოთ; გაიძლიერეთ იმუნიტეტი. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ვიტამინების კურსს.

კურო

მარტში მოგეცემათ შანსი, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. მოგინდებათ გავლენიან ადამიანებთან დამეგობრება, ძვირად ღირებული სამოსის შეძენა და ელიტურ წვეულებებზე დასწრება. სასიყვარული ურთიერთობების განვითარება თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ფული შეიძლება სხვა აუცილებელი ნივთებისთვის დაგჭირდეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას. ზოგიერთებმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბათ - თუ დაქორწინებული ხართ, ნუ შეიქმნით დამატებით უსიამოვნებებს ღალატის გამო; მარტოხელებმა კი ამ რომანით შეიძლება კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. ვარჯიში უნდა იყოს ზომიერი. გაუფრთხილდით კუჭს, ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს.

ტყუპი

სიყვარული გსურთ, რომანტიკა და ფლირტი და შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც გამოცდით ამ შეგრძნებებს. განსაკუთრებით, მგზავრობისას გელით რომანტიკული ნაცნობობა, გატაცებები. სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ, მაგრამ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. შეიძლება საინტერესო ადამიანს საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეხვდეთ ან თუნდაც მეზობელ ქალაქში. უარს ნუ იტყვით ვირტუალურ ნაცნობობაზე. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. უყურადღებობამ შეიძლება კონფლიქტები წარმოშვას. მარტში სულ სხვა თვალით შეხედავთ თქვენს მეუღლეს და რომანტიკული გრძნობები ახალი ძალით იფეთქებს. ნერვიულობით საკუთარ თავს ნუ გაიწამებთ. იკვებეთ ჯანსაღად და რეგულარულად. იზრუნეთ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უქმეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და ბუნებაში დაისვენეთ.

კირჩხიბი

საინტერესო ამბებს გაიგებთ არა მარტო ახალ პარტნიორებზე, არამედ დიდი ხნის ახლობლებზეც. ინფორმაცია დაგეხმარებათ, მშვიდად ჩამოიცილოთ უსიამოვნო ადამიანები. კრიტიკულ სიტუაციებში ნუ აჰყვებით ემოციებს, გააზრებულად იმოქმედეთ. სიყვარულში ან ფულში რისკი მოგიწევთ. ეცადეთ, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ და დაცული იყოთ დანაკარგისგან. მამაკაცებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ, თუმცა ახალგაცნობილთან სიფრთხილე არ გაწყენთ. დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმამ შეიძლება დაგაზარალოთ; ეს ეხება მარტოხელა ნიშნებსაც და დაქორწინებულებსაც. ინტუიციასაც დაეყრდენით და საღ აზრსაც. სანამ ახალ რომანში თავით გადავარდებით, კარგად დაფიქრდით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ ნუ ააჩქარებთ მოვლენებს; დრო მიგახვედრებთ, გამოვა ამ რომანიდან რამე თუ არა. მოერიდეთ კალორიული და მავნე საკვების მიღებას, თუმცა დიეტით თავს ნუ გაიტანჯავთ. ზომიერი ვარჯიში არ გაწყენთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე; გაიუმჯობესეთ ძილი.

ლომი

შეიძლება რადიკალურად შეიცვალოთ იმიჯი, სამსახური, პარტნიორი... მოგინდებათ ოკულტურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში გარკვევა. საუკეთესო პერიოდია ოჯახური ცხოვრების დასაწყებად. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტთ. დაწყვილებულები შეეცდებით შეინარჩუნოთ ურთიერთობაში ვნება და მზრუნველობა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. ნუ იჩხუბებთ თითოეული წვრილმანის გამო. თუ მოგწონთ ადამიანი, ნუ შეუშინდებით პირველი ნაბიჯის გადადგმას, ვარსკვლავები რომანტიკული ურთიერთობის დაწყებას გპირდებიან. ამასთან, რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. ნუ გაფლანგავთ ფულს ძვირად ღირებულ ნივთებზე, ფუფუნების საგნებზე. მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას; ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. დაიცავით გონივრული დიეტა. წესად დანერგეთ დილა-საღამოს ფეხით სიარული.

ქალწული

იყავით მობილიზებული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, სასიყვარულოსიც და საქმიანისაც. განახორციელებთ დიდი ხნის იდეას. შეიძლება გაიგოთ სხვისი საიდუმლო და არ გათქვათ. მარტოხელებმა ჯერ საყოფაცხოვრებო საკითხები უნდა მოაგვაროთ და მერე რომანტიკული. იყავით მომართული საოჯახო თემებზე. დააკვირდით ახალგაცნობილს, შეისწავლეთ მისი დეტალები. სიტუაციის კარგად გაანალიზების შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. დაქორწინებულებს მშვიდი თვე გელით. შეხმატკბილებულად იზრუნეთ ოჯახის გაბედნიერებაზე. იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. მოერიდეთ წვრილმანებზე გამოკიდებას.

სასწორი

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, მამაკაცები განსაკუთრებულად ყურადღებიანები იქნებიან თქვენ მიმართ. ცუდი ისაა, რომ თავით იქნებით გადავარდნილი საქმეებში და მათ ვერც კი შეამჩნევთ. იყავით მეტად კონტაქტური. მსუბუქი ფლირტი დაქორწინებულებსაც კი გეპატიებათ. მარტოხელებმა კი მეტად უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. აქტიურად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ნურც ინტერნეტნაცნობობაზე იტყვით უარს. თუ მოინდომებთ, ერთდროულად რამდენიმე რომანსაც კი გააბამთ. შრომისმოყვარეობა კარგია, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. თქვენი უყურადღებობის გამო შეიძლება ნათესავებთან გაიფუჭოთ დამოკიდებულება. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო კვლევა. გადახედეთ თქვენს ჩვევებს, ზოგიერთთან დამშვიდობება მოგიწევთ. იკვებეთ ჯანსაღად, ზომიერად ივარჯიშეთ. კარგ ამინდში მეტი იარეთ ფეხით.

მორიელი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ფული შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ. დაოჯახებულების ცხოვრებაში მშვიდი, ჰარმონიული პერიოდი დაისადგურებს. კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ ერთად, იქნებით მოსიყვარულე და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. გაიუმჯობესეთ საოჯახო პირობები. შეყვარებულები ნუ იქნებით ეჭვიანები და ჯიუტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო დარჩენა გემუქრებათ. არც ახალგაცნობილთან გირჩევთ ზედმეტად დაახლოებას. უმჯობესია, თქვენებურ დაკვირვებასა და გაანალიზებას დაუთმოთ მეტი დრო. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. ფიზიკური აქტიურობისას ზომიერება გმართებთ; მომატებულია ტრავმების ალბათობა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი.

მშვილდოსანი

მარტში გაფორმებული ხელშეკრულებები ან დაწყებული საქმეები მომავალში დიდ გამარჯვებას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამასთან, ნუ დაივიწყებთ საოჯახო ვალდებულებებს. რაც უფრო მეტად მოინდომებთ მამაკაცებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მით უკეთესია. თუ მარტოხელა ხართ, ნუ ჩაიკეტებით შინ, ან თუ წინააღმდეგი არ ხართ, გააბით ვირტუალური ნაცნობობა, ფლირტი, რომანტიკა. იმატებს სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრების ალბათობა. მარტში გაქვთ შანსი, აღდგინოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც რაღაც მიზეზით გაქრა თქვენი ცხოვრებიდან. დაწყვილებულები მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. გირჩევთ, სანამ რამე მნიშვნელოვანს მოიმოქმედებთ, მას შეუთანხმდეთ, საიდუმლოებებმა შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭოთ. განსაკუთრებით, როცა სიმართლე გაირკვევა. მარტოხელებს გაქვთ დაწყვილების შანსი. რომანი შეიძლება მეგობართან ან კოლეგასთან გააბათ. გაიუმჯობეთ ძილისა და კვების რეჟიმი, დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოუფრთხილდით ენდოკრინულ სისტემას.

თხის რქა

შეიძლება გადაწყვიტოთ საქმიანობის შეცვლა. პარტნიორებისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. აკურატული იყავით ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. სიყვარულში სიმშვიდე სუფევს, გიჟურ ემოციებს ნუ ელით და ეს კარგიცაა, მეტი დრო დაგრჩებათ კარიერული საკითხების მოსაგვარებლად. ამასთან, კარგი იქნება, თუ მოიხსნით ვარდისფერ სათვალეს და თქვენს პირად ცხოვრებას, სასიყვარულო ურთიერთობას რეალურ ფერებში დაინახავთ. ნუ ეძებთ იდეალურ მამაკაცს, ასეთი ბუნებაში არ არსებობს! ნურც სხვის მატერიალურ მდგომარეობას დახარბდებით. იყავით რომანტიკული იმ ადამიანის მიმართ, ვინც თქვენდამი მზრუნველი და მოსიყვარულეა. დაოჯახებულების ცხოვრებაში კონფლიქტი მოსალოდნელია ფულის გამო. თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი. შეამცირეთ მავნე საკვებისა და ალკოჰოლის მიღება. კარგი იქნება ზომიერი ვარჯიში, პერიოდულად პასიური დასვენება.

მერწყული

მარტი - ცვლილებების თვეა. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ და შეიცვლით სამსახურს. კარგი თვე გელით ხელოვან ნიშნებს. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. კარგი დროა ცვლილებებისთვის - გაუმჯობესების ან დაშორებისთვის. მოერიდეთ ფულის ფლანგვას! შოპინგზე წასვლის ნაცვლად გამონახეთ დრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ნუ იქნებით პრეტენზიული და ჭირვეული პარტნიორის მიმართ. მეტი პასუხისმგებლობა მოსთხოვეთ საკუთარ თავს. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. თუ ასეთი უკვე არსებობს, თავად იაქტიურეთ, რომ გაიცნოთ, დაუახლოვდეთ მას. გაამდიდრეთ რაციონი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტებით. წესად აქციეთ სუფთა ჰაერზე სეირნობა. ეს ფიზიკურ ფორმაშიც ჩაგაყენებთ და დაძაბულობასაც მოგიხსნით.

თევზები

მარტი საუკეთესო თვეა ახალი იდეების განსახორციელებლად, ახალი პროექტების დასაწყებად. თუ საქმიანობის ან სამსახურის შეცვლა გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. კარდინალური ცვლილებები უმჯობესია თვის მეორე და მესამე დეკადაში დაგეგმოთ. ჩამოყალიბდებით, როგორი ადამიანი გსურთ თქვენ გვერდით იხილოთ, რანაირი ურთიერთობა გჭირდებათ. პაემნებზე შეგიძლიათ იაროთ, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დაწყვილებულების ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, პირველ რიგში, მეუღლეს მიმართეთ. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ბინის კეთილმოწყობა, ახალი ავეჯის, ტექნიკის შეძენა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. იკონტაქტეთ მხიარულ ადამიანებთან და ნუ ჩაიხვევთ ფიქრებს, ნუ მიიყვანთ საკუთარ თავს დეპრესიამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×