დახურვა
სტილი
30.04.2022

30 აპრილს 2022 წლის მზის პირველი დაბნელება იქნება. მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პიკს 00:41 საათზე მიაღწევს და 02:37 საათზე დასრულდება.

როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ადამიანზე და რას უნდა ველოდოთ ამ დღეს?

მზის სრული დაბნელება, რომელიც 4 დეკემბერს ხდება, ბოლო იქნება ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე. შემდეგი ასეთი დაბნელება, ასტროლოგების პროგნოზით, მხოლოდ 2029 წლის დეკემბერში მოხდება.

ასტროლოგების პროგნოზით, დეკემბრის დაბნელება მშვილდოსნის ენერგიებს ააქტიურებს. ეს ნიშნავს ახალ დასაწყისს და იგი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი თვალსაზრისით.

ამ პერიოდის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შიშების დაძლევა, ისწავლეთ გაცემა, გასცდით შაბლონებს და მოძველებულ ტრადიციებს. გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი ცვლილებებისათვის არათუ ხელსაყრელია, არამედ პირდაპირ მოგიწოდებთ ამისაკენ.

რა არ უნდა გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს - არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვასაც ასტროლოგები გვირჩევენ.

არ არის რეკომენდებული:

კამათი და კონფლიქტში შესვლა; ნუ ატარებთ ავტომობილს გადაღლილი; არ შეიჭრათ თმა; არ არის რეკომენდებული ახალი ბიზნესის დაწყება; სამუშაოს შეცვლა; ქირურგიული ოპერაციების გაკეთება; ახალ სახლში/ქალაქში/ქვეყანაში გადასვლა; არ ჭამოთ ზედმეტი; მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; რა უნდა გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს: გადაყარეთ ძველი, არასაჭირო ნივთები, გაასუფთავეთ სივრცე ცვლილებების პოზიტიური ენერგიისათვის.

ამ დღეს რეკომენდებულია:

თავიდან აიცილოთ სტრესი, ცუდ ჩვევებზე უარის თქმა, მეტი დასვენება, , საკმარისი ძილი, მედიტაცია.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×