დახურვა
სტილი
05.05.2022

ასტროლოგი - ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში 5 მაისის სპეციფიკურობასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ დღეს მოსალოდნელია: ცვალებადი გუნება-განწყობა, უმიზეზო აფორიაქებულობა, ღამით დაძინების პრობლემა.

„წლევანდელი 5 მაისი სპეციფიკური დღე იქნება კირჩხიბში მოძრავი ლილიტისა და მთვარის შეერთების გამო. ასპექტი ზუსტი ხდება თბილისის დროით 7:38: 47-ზე კირჩხიბის 2°15 -ზე. თუმცა ამ შეერთების ზეგავლენას უკვე დღეს საღამოდან(უფრო მგრძნობიარეები კი დილიდანვე) ვიგრძნობთ. ცვალებადი გუნება-განწყობა, უმიზეზო აფორიაქებულობა, უკონტროლო ემოციები ( რომლებიც არავითარ შემთხვევაში სხვებს თავზე არ უნდა დავაფრქვიოთ).

შესაძლოა ღამით დაძინების პრობლემები შეგვექმნას., ხოლო დღისით კი მოჭარბებული ძილიანობა. ირევა დღის რეჟიმი. უმადობაც, ენერგიის დაქვეითებაც და აპათიაც ამ შეერთების ბრალია. ამ დროს ქალები და მცირე ასაკის ბავშვები ერთდროულად ძალიან კაპრიზულები, დაუცველები ხდებიან. ნუ დაიწყებთ საოჯახო საქმეების და პრობლემების გარშემო დღეს კამათს. დაუთმეთ მშობლებს, დედებს, მით უფრო ასაკში შესულებს. არასახარბიელო დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. სულიერი დაავადებების მქონე პირთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სუიციდური მიდრეკილებები აქვთ, ძალიან რთული დღე იქნება და მათ მომვლელებს მომატებული ყურადღება მართებთ. დაუკვირდით რას მიირთმევთ, შესაძლოა გადატვირთვამ პირღებინება ან კუჭის პრობლემები შეგიქმნათ. სრულიად არარეკომენდებულია ალკოჰოლის მიღება. 6 რიცხვიდან ( 4:09) ასპექტი თავის ზემოქმედებას კარგავს“,- წერს ნოელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×