დახურვა
სტილი
07.05.2022

„შვიდ მა­ი­სის წვი­მა, თმე­ბი კო­ჭამ­დი­ნა"; „მახ­სოვს ბე­ბი­ა­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და - 7 მა­ი­სის წვი­მით და­ის­ვე­ლე თმა, რომ კო­ჭე­ბამ­დე გა­გე­ზარ­დო­სო" - ეს ფრა­ზე­ბი ალ­ბათ თქვენც გა­გი­გი­ათ და მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა წი­ნაპ­რე­ბის­გან.

ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ... 7 მაისს თბილისში ყოველთვის წვიმს, თბილისური ტრადიციის მიხედვით თუ 7 მაისს თბილისში არ იწვიმებდა, ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა. არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი თითქმის არ მახსოვს თბილისში 7 მაისს, რომ არ ეწვიმოს! ეს "თითქმის" 2 წლის წინ მოხდა. 2015 წლის 7 მაისს არ უწვიმია.. 13 ივნისს იწვიმა! ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს. ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!"

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×