დახურვა
სტილი
16.05.2022

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს. მისი პროგნოზით, თვის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ, მაისის მეორე ნახევრიდან ვითარება გაუმჯობესდება.

ნახეთ, როგორი კვირა გელოდებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს :

♈ვერძი - აშკარად გამოცოცხლდებით, მაგრამ დღეს არა. თქვენმა სულსწრაფობამ შესაძლოა, კისერი წაგატეხინოთ. ხვალ და ზეგ თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს. გამოჩნდებიან ძველი მეგობრები და პარტნიორები, რომლებმაც შესაძლოა, ფინანსურად დახმარება გაგიწიოთ. 18 რიცხვიდან იგრძნობთ ფინანსურ გაუმჯობესებას.

♉კურო -ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი გაქვთ. დღეს იყავით ცოტა ფრთხილად. მატულობს სიჯიუტე და ძალაუფლებისკენ ლტოლვა. თუ დღევანდელი დღე მშვიდად გაიარეთ, ხვალიდან გაცილებით უკეთესი იქნება.

♊ტყუპები - როგორც იქნა გამოცოცხლდებით, ოღონდ ხვალიდან. დღის მეორე ნახევრიდან დაგეწყებათ წლის საუკეთესო პერიოდი. ნაკლებად იღლებით, ნაკლებად გეშლებათ ნერვები და რაც მთავარია, შეიძლება გამოგიჩნდეთ მფარველები. 

♋კირჩხიბი - კარგი პერიოდი გაქვთ. შეიძლება ძალიან საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ. შეიძლება იმოგზაუროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. რაც შეიძლება ახლო კონტაქტი დაამყარეთ ინტერნეტთან. თქვენი მზე მეთერთმეტე სახლს გადის, რაც ინტერნეტკომუნიკაციის საინფორმაციო სახლია. ძალიან აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც გაგიზრდით ავტორიტეტს. თქვენი ფინანსური მხარე ხვალიდან გაუმჯობესდება.

♌ლომი - ხვალიდან გაცილებით საინტერესო პერიოდი გეწყებათ. 18-დან ჩაერთვებით საინტერესო პროექტებში. მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების დროალება გახდეთ ხელმძღვანელი პირი. არანაირი სიჯიუტე.

♍ქალწული -  ძალიან კარგად გრძნობთ თავს. ენერგოტონუსი მაღალია, განწყობა სტაბილურია და პარტნიორული ურთიერთობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კონტაქტი ხართ. ლატარიებში მონაწილეობისთვის მაღალი გაქვთ წარმატების შანსი. 

♎სასწორი - თუ რაიმე პრობლემები გქონდათ, 18 რიცხვიდან შეგიძლიათ მოაგვაროთ. მოდის საინტერესო წინადადებები და გაიცნობთ ადამიანებს. იღბალი თქვენს მხარეს იქნება. შემოქმედებითი მუშაობის კუთხით კარგი პერიოდია. 18 რიცხვის შემდეგ შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვინც გახდება თქვენი მეგზური. 

♏მორიელი - ძალიან პოპულარული ხდებით. გიძლიერდებათ ინტუიცია. შესაძლებლობა მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მხარე. დღეს ცდუნებების დღეა და არ აჰყვეთ ცუდ აზრებს. 

♐მშვილდოსანი -18 რიცხვიდან მოემზადეთ, შეგიძლიათ ახალი საქმე დაიწყოთ. ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ კოლეგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყაროთ. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებებისა და ახალი იდეებისთვის. 

♑თხის რქა - დღევანდელი დღე ფრთხილად გაიარეთ. 18 რიცხვიდან ეს ნიშანი ძალიან წარმატებული ხდება. ყველა სახის კონკურსები, ლატარიები და თამაშები მოგიტანთ წარმატებას. ხართ იღბლიანი და შანსები წარმატებისა მატულობს. 

♒მერწყული - ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება და გამოგიჩნდებიან მფარველი ადამიანები. თქვენი ოცნებების განვითარება მოხდება. შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ქორწინების კუთხითაც კარგი დროა.

♓თევზები - ბრწყინვალე დიპლომატი ხართ. ინტუიცია იზრდება და კარგად უგებთ ადამიანებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×